სიახლეები
სკოლები

წესის საჯარო სკოლის კინოკლუბმა - „ვუყურებთ ქართულს“, წელი საინტერესოდ შეაჯამა
13-06-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში კინოკლუბი - „ვუყურებთ ქართულს“ აქტიურად ფუნქციონირებს.

მისი წევრები ქართულ კინოხელოვნებას ეცნობიან და სკოლაში სხვადასხვა ფილმის ჩვენებას აწყობენ.

ამჯერად, მათ წლის ბოლო კინოჩვენება ​გამართეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ჯამში 13 ქართულ ფილმს უყურეს, ესენია: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „იმერული ესკიზები“, „ფეოლა“, „ქვევრი“, „პირველი მერცხალი“, „მაგდანას ლურჯა“, „კუჩხი ბედინერი“, „ფიროსმანი“, „სუფთა დაფა“, „სამოთხის გვრიტები“, „მღვიმეების უხილავი სამყარო“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „რაჭა, ჩემი სიყვარული“.

„აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პირველი და ბოლო ფილმი რაჭაზე ნახეს“, - ამბობენ სკოლაში.

დღის დასასრულს სკოლაში პედაგოგ მერი თორთლაძის ხელმძღვანელობით, ფილმების შეჯამება-განხილვა მოეწყო, მოსწავლეებმა დაასახელეს რომელი ფილმი მოეწონათ ყველაზე მეტად.
სკოლაში აგრეთვე, მოეწყო ვიქტორინა, სადაც მოსწავლეები შეეცადნენ გამოეცნოთ აქამდე ნანახი ფილმები.

მათ ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პიროვნება
სკოლები

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება