სიახლეები
ეტალონი

„რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და ემზადებოდნენ“ - 2023 წლის მცხეთის, ნინოწმინდის, თიანეთის, ხაშურის და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
14-06-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიეტალონიმრავალი წელია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და წახალისებაზე ზრუნავს. მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება.

ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან მონაწილეობენ.

9 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის მცხეთის, ნინოწმინდის, თიანეთის, ხაშურის და რუსთავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

ინტელექტუალურ კონკურსში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით, 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგნენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge - სთან „ეტალონის“ მე-2 ეტაპის გამარჯვებულმა - „ეტალონმა მოსწავლეებმა“ სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს:

თამაზ ჯაჭვაძე, „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ -  წეროვნის N1 საჯარო სკოლა:    

ჩემპიონატის მე-2 ეტაპისთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი. ეს, რა თქმა უნდა გამიხარდა. მე-2 ტურში გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით პირველ რიგში, ჩემი სკოლა ვასახელე, ასევე ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და მნშვნელოვანი გამოცდილება იყო.

მარინა წამალაიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებაზე მოსწავლეები ინდივიდუალურად შედიოდნენ. ბავშვები ძალიან დიდი სიხარულით ჩაერთნენ „ეტალონში“. წინასწარ ემზადებოდნენ - რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და მუშაობდნენ, იმეორებდნენ ნასწავლს. მათი მხრიდან ნამდვილად იყო მზადება. ძალიან მობილიზებული კლასია. შარშანაც ამ კლასიდან, ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა და ახლაც გვქონდა ამის მოლოდინები. 

ნათია სოხაშვილი-კვინიკაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ჩემპიონატის მე-2 ეტაპმა კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება გამარჯვებულს, თამაზი ძალიან კარგი, მოწესრიგებული მოსწავლეა. მისი გამარჯვება არ გამკვირვებია. მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. სასიხარულოა ორმაგად, რადგან შემოდგომის ფინალზეც „ეტალონ მოსწავლე“ ჩვენი კლასიდან იყო. ვფიქრობ, ეს მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება, რათა შემდეგში უფრო აქტიურად ჩაერთონ „ეტალონის“ პროექტში.

სუსანნა დურგარიანი, „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე“ - განძის N2 საჯარო სკოლა:

ვფიქრობ, ტესტი ძალიან რთული არ ყოფილა. თუმცა 1-ელ ტურთან შედარებით, მე-2 უფრო გამირთულდა. მე-2 ტურში გამარჯვებას ველოდებოდი, თუმცა შედეგების გაგებამ, მაინც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,

სარკის დურგარიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სუსანა წარმატებული, შრომისმოყვარე მოსწავლეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია, მან ქართული ენა კარგად იცის.

რაც შეეხება ჩემპიონატისთვის მზადებას, მოსწავლეები მე-2 ეტაპისთვის მომზადებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი მარტივი არ ყოფილა, სუსანამ მაინც შეძლო და თავი მას წარმატებით გაართვა.

მარგარიტა დურგარიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

„ეტალონის“ ჩემპიონატის მე-2 ტურის გამარჯვებული - სუსანა დურგარიანი წარმატებული, შრომისმოყვარე მოსწავლეა. შესაბამისად, მისი გამარჯვება გასაკვირი არ ყოფილა. მადლობა „ეტალონს“ რომ მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენაში ეხმარება.

ლელა ბადურაშვილი, „დაბა თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ -  მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა:

სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი. რთული მეგონა კონკურსში მონაწილეობის მიღება, თუმცა ვეცადე, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა და ცოდნა გამომევლინა. წინასწარ არ მიმეცადინებია. ვეცადე, ჩემი ცოდნა, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა თუნდაც წაკითხულიდან გამომეყენებინა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე. გამარჯვებამ მოტივაცია ამიმაღლა და თავდაჯერებულობა შემმატა. რა თქმა უნდა, იმ შეცდომებს, რაც დავუშვი აღარ გავიმეორებ. ბევრი რამ ვისწავლე, რაც ცხოვრებაში გამომადგება.

ნათელა კოჭლამაზაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

კონკურსებსა და ჩემპიონატებში ისეთი მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებიც თავიდანვე განწყობილნი არიან წარმატების მოსაპოვებლად. ისინი, რომელთაც შესწევთ გამარჯვების ძალა.

რაც შეეხება „ეტალონის“ გამარჯვებულს - ლელა ბადურაშვილს, ის წარმატებული, წარჩინებული მოსწავლეა, მე-9 კლასს ამთავრებს და პროგრამის - „ჩემი კომპიუტერი“ კანდიდატია. შესაბამისად, მისგან გამარჯვების მოლოდინები გვქონდა.

სკოლაში, ასევე სხვა არანაკლებ ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩემპიონატში ვერ მიიღეს მონაწილეობა. ერთი პრობლემა - ინტერნეტის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვის ეს ჩემპიონატი მოტივაციის მიმცემია და მათ აქედანვე უნდა ისწავლონ, რომ თავი მოუყარონ ცოდნას და შემდგომ გამოიყენონ საკუთარი წარმატებებისთვის - გამოადგნენ საზოგადოებას და ქვეყანას. სკოლა ხელს უწყობს მათ, მოსწავლეებიც გვეხმარებიან ამაში და ჩვენს იმედებს ამართლებენ. მჯობნის მჯობნი არ დაილევა ხან ერთი სკოლის მოსწავლე იქნება გამარჯვებული ხან მეორე სკოლის. მთავარია, ერთმანეთის გამარჯვებებით დავტკბეთ და გავიხაროთ - ეს უნდა ჩავუნერგოთ ჩვენს მოსწავლეებს და ამაში, რა თქმა უნდა, „ეტალონს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის. ბატონ გოჩას კი განსაკუთრებით, ამდენწლიანი შრომა ფასდება, მოსწავლეები, მშობლები და სკოლა ერთსულოვან არსებად იქცევა ამ დროს და გაერთიანებული ძალებით ყველა ერთად იზიარებს გამარჯვების სიხარულს. 

ლეილა ლევერაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ყველა მოსწავლე, ვისაც აინტერესებს და მონდომებულია ჩართული იყო ამ ჩემპიონატში. მოლოდინები, რა თქმა უნდა გვქონდა. იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლის იმედიც გვქონდა, რომ გაიმარჯვებდნენ. ლელაც მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა. არის ათოსანი და მონდომებული - კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს.

ანი მურჯიკნელი, „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ - წრომის საჯარო სკოლა:

ტესტირებაზე შესვლამდე, აღელვებული ვიყავი, თუმცა შემდგომ ვეცადე ცოდნა წარმომეჩინა. ვფიქრობ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ადვილად დავწერე ტესტებიც და შედეგი როცა გავიგე ძალიან გამიხარდა. ამავდროულად გაკვირვებულიც ვიყავი, მუნიციპალიტეტის ამდენ მოსწავლეს შორის გამარჯვებული, რომ გავხდი. ჩემთვის ეს გამარჯვება დიდი წარმატებაა, რომელიც ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტ წარმატებას მომიტანს.

ნანული პაპუაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლიდან პირველივე ტურზე 5 მოსწავლე დარეგისტრირდა. ხუთივემ ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და მე-2 ეტაპზე ოქროს სიგელი აიღო. სულ რამდენიმე ქულით იყო მოსწავლეთა შედეგებს შორის განსხვავება. თითქმის ყველა წარმატებულია, თუმცა მათ შორის გამოიკვეთა ანი მურჯიკნელი - 82 ქულით.

ანი, 1-ელი კლასიდანვე ჩვენს სკოლაში სწავლობს და დღემდე ათოსანი მოსწავლეა. ის ასევე პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კანდიდატია. შემოქმედებითი, კრეატიულ გოგონაა, წლებია უკვე ცეკვავს ხაშურში, ხალხური ცეკვების ანსამბლში. გამოირჩევა თავისი მიდგომებით, კულტურით, თავაზიანობით. ანი ძალიან მეგობრულია ბავშვებთან. 

ნინო დალალიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

მოსწავლეებს მე-2 ტური 1-ელთან შესადრებით უფრო გაუჭირდათ. მაგალითად, ტესტირებაზე პირველი, მე-10 კლასელი შევიდა და 57 ქულა აიღო. წესით უფრო მაღალი უნდა აეღო, მაგრამ გაუჭირდა. კარგი მოსწავლეა ისიც და გამიკვირდა. ცოტა რთული შეკითხვები იყო. თუმცა, ანიმ დავალებებს თავი ყოჩაღად გაართვა და ყველაზე მაღალი ქულა აიღო. მისგან ველოდი რადგან ათოსანი და წარმატებული მოსწავლეა.

რაც შეეხება „ეტალონს“ - მოსწავლეთათვის მოტივაციის მიმცემია. ბავშვები მასში აქტიურად არიან ჩართულები, რომ გაიგეს „ეტალონი“ უნდა გამართულიყო წინა მონაწილეების გამოცდილებიდან გამომდინარე, მათგან მიიღეს რჩევა-დარიგებები.

ნატალი ღვედაშვილი, „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ -  რუსთავის N11 საჯარო სკოლა:  

მე-2 ეტაპისთვისაც სიმართლე, რომ გითხრათ არ მოვმზადებულვარ, რაც ვიცოდი იმ ცოდნით გავედი. მთავარი ის იყო, რომ არ ვნერვიულობდი და ეს ძალიან დამეხმარა. ორიენტირებული ვიყავი მარტო კითხვებზე, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდი. მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება ჩემთვის. და მოტივაციის მომცემი. როცა მონაწილეთა სიას გადავხედე ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი ბავშვი ვიპოვე, ვინც ბევრს შრომობს და ჩართულია საგანმანათლებლო საკითხებში. როდესაც გავიაზრე, რომ ამ ბავშვებს შორის პირველი ადგილი დავიკავე ძალია გამიხარდა. 

გიორგი შეყილაძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  რუსთავის N11 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნატალი ღვედაშვილი ზოგადად ძალიან გამორჩეული მოსწავლეა. ველოდებოდით მის გამარჯვებას, რადგან ძალიან ნიჭიერი, კარგი გოგონაა. მან ღირსეულად გაიმარჯვა. 

მე-2 ეტაპი ძალიან კანონზომიერად, სამართლიანად წარიმართა. მოსწავლეები ზოგადად „ეტალონის“ ჩემპიონატში ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი. ამ პროექტისთვის ორი პედაგოგი - ისტორიისა და ქართულის გვყავს გამოყოფილი, რომლებიც მოსწავლეებს ამეცადინებენ. იძიებენ კითხვებს, შიდა კონკურსებსაც მართავენ სკოლაში. ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ამ მხრივ.

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.

ნანა ქაჩლიშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის რუსთავის N11 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ყველაფერმა ძალიან კარგად, ორგანიზებულად ჩაიარა. ნატალის გამარჯვებას ნამდვილად ველოდებოდი, რადგან ძალიან ნიჭიერი, წარმატებული მოსწავლეა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები „ეტალონის“ ჩატარებამდე საკმაოდ ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს გადიან და წინასწარ ემზადებიან. 


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება