სიახლეები
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ 
13-06-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს რაბათის ციხე, ვარძია და ხერთვისის ციხე.

ექსკურსია განხორციელდა პროექტის - „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“ ფარგლებში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - თინათინ ლარცულიანის ორგანიზებით.

ექსკურსიის წარმატებით გამართვას ხელი შეუწყვეს სკოლის მასწავლებლებმა - ინა მანასიანმა, სვეტლანა მარკოსიანმა, არტაშეს ოგანიანმა და მაკსიმ გალსტიანმა.

ექსკურსიამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მაღალი მოტივაცია გამოიწვია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები მომავალშიც მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება