სიახლეები
სკოლები

„ჩემი ბიზნეს იდეა“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
13-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში ამ მიმართულებით, საგნის პედაგოგ - ნათელიკო ჩხაიძის ხელმძღვანელობით, არაერთი აქტივობა თუ პროექტი ეწყობა. იგი თეორიული მეცადინეობების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალურ და პრაქტიკულ სამუშაობს სთავაზობს, რომლებიც თანამედრივეობის ყველაზე ტრენდულ იდეებს უკავშირდება. 

ამჯერად VI კლასის მოსწავლეებს დაევალათ პროექტის - „ჩემი ბიზნეს იდეა“, შექმნა. 

მოსწავლეებმა საგნის პედაგოგის ჩართულობით და უშუალო მითითებით, შექმნეს მაკეტები, მოიძიეს ბაზარზე არსებული მოთხოვნები, ფასები, მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის საფუძველზე, იანგარიშეს.

მათ ინფორმაციის მოძიებაში, დაგეგმვაში, გათვლებში და დიზაინის შექმნაში ის თეორიული ცოდნა დაეხმარა, რომელიც საგანში წლის განმავლობაში მიიღეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები და მაკეტები შექმნეს, გარდა ამისა, ბიზნეს გეგმები აუდიტორიას გააცნეს.

„სკოლაში „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, როგორც თანამედროვე სამყაროში ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებას, ინფორმაციის მიღების, დაზუსტების, სანდო წყაროებისა და ნიმუშების მოპოვების ინსტრუმენტს.
მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები სამომავლოდ მოზარდებს ეხმარება ზოგადი ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების, კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი საკითხების შესწავლაში, რაც თანამედროვეობის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ცოდნაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება