სიახლეები
სკოლები

ტალავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში შეეჯიბრნენ
13-06-2023
-
+


არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აღინიშნება.

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც სკოლაში კვირეული მიეძღვნა.

კვირეული 6 აპრილიდან დაიწყო, რამდენიმე აქტივობა გააერთიანა და, როგორც სკოლაში გვიყვებიან, 13 აპრილს, სხვადასხვა მიმართულებით, საუკეთესო მოსწავლეთა დაჯილდოებით დასრულდა.

„ყველაზე მრავალრიცხოვანი საფინალო კონკურსი აღმოჩნდა. მოსწავლეები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში რეალურ დროში შეეჯიბრნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

კონკურსში X კლასის მოსწავლემ - იასამან ალახვერდიევამ გაიმარჯვა, რომელმაც ამ წლის „საუკეთესო მოქართულის“ დიპლომი და ქართულის მასწავლებლის დაწესებული სულაკაურის გამომცემლობის 50-ლარიანი სასაჩუქრე ბართი დაიმსახურა.

მე-2 და მე-3 ადგილები კი გაინაწილეს Xკლასის მოსწავლემ - რაგსანა ალიევამ და VII  კლასის მოსწავლემ - ნარგიზ აივაზოვამ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება