სიახლეები
სკოლები

„ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა
14-06-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების ინიციატივით, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია პროექტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

აღნიშნულ პროექტში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მანანა ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, VI კლასის მოსწავლეები - ვაჟა ფოლადიშვილი, ნიკა ზარიაშვილი, ელენე კრავჩუკი, ლიზი პეტრიაშვილი, ირმა ავანაშვილი, ლიზი მეგრელიშვილი, მათე დალაქიშვილი, ლიზი ზანგური, სანდრო კენკიშვილი, გიორგი ხოსროშვილი, გვანცა ჯიქური, მარიამ ავსაჯანიშვილი სხვადასხვა აქტივობებით ჩაერთნენ და დასასრულს საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ვაჟა-ფშაველას სიტყვები - „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“.

„აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციების გამოყენებით, ხელნაწერი კედლის გაზეთი გამოსცეს და მასზე ბუმბერაზი ვაჟას უკვდავი სიტყვები დაიტანეს:

ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით ახლოს იდგა საქართველოს ბუნებასთან, მის მთასთან, „უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა“,- წერდა ის. 

მას, მხოლოდ მას შეეძლო მთებისთვის მოეთხოვა სიმღერა; „რატომ არ მღერით მთებო?" - ეკითხებოდა ის და საკუთარ დარდებს ანდობდა. ვაჟამ იცოდა, რომ მთასაც შეეძლო ადამიანივით ფიქრი და მათი აზრების ამოკითხვას ცდილობდა. „თქვე კარგებო!“ - მხოლოდ მას შეეძლო ასე მოფერებოდა მთებს. „ნისლი ფიქრია მთებისა, მათი კაცობის გვირგვინი“, - მიაჩნდა პოეტს და ადამიანებივით ესაუბრებოდა მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტში ჩართულობამ მოსწავლეებს აკადემიური, შემოქმედებითი, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები განუვითარა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება