მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის დირექტორი ლეილი ამირშადიანი პროფესიული ზრდასა და მოსწავლეთა წარმატებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. როგორც თავად აღნიშნავს, განათლება წარმატების მისაღწევად ყველაზე მიზნობრივი გზაა, სწორედ ამიტომ ამაყად დგას მოსწავლეთა სამსახურში და ცდილობს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავისი წვლილი შეიტანოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ლეილი ამირშადიანთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- დამაფიქრებელი, საინტერესო და წინსვლებით სავსე.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მათი თანამშრომლობის ხარისხი სასკოლო საზოგადოებასთან სერიოზულად მოქმედებს მოსწავლეთა წინსვლაზე.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დავიწერდი - „კარგად დაფიქრდი, გამოიყენე სკოლაში ნასწავლი ცოდნა, გააკეთე სწორი არჩევანი მომდევნო ცხოვრებაში!“, ან უსიტყვოდ, დავიხატავდი გრძელ და რთულ გზას, რომელიც მთავრდებოდა მათი პროფესიული წარმატებით.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, მაშინ სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო რთული და შრომატევადი იყო. ჭკვიანად გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი!
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- განათლების მიღება მათი ოცნებების მიღწევის ყველაზე მოკლე გზაა.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „თქვენს გაკვეთილებზე ვერ ვხვდებით, თუ როგორ მიფრინავს დრო“.
- მოტივაციას მაძლევს...
- მუდმივი პროფესიული განვითარება, რომელსაც თან ერთვის მოსწავლეთა წარმატებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.