სიახლეები
სკოლები

„მე ვარ ტოლერანტი, მაშასადამე ვარ კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“ - თბილისის N129 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი ღონისძიებით შეაჯამეს
14-06-2023
-
+


თბილისის N129 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში მულტიკულტურული ღონისძიება და პროექტის - „მე ვარ ტოლერანტი, მაშასადამე ვარ კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“ შეჯამება ჩატარდა.

პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „თემიდა“ ჩამოაყალიბა.

ამ კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა კი განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ აღნიშნეს, რომ მთავარი მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებას დახმარებოდნენ გაეაზრებინათ, რომ კულტურული მრავალფეროვნება დადებითი მოვლენაა.

პროექტის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • პროექტის ფარგლებში, მათ მოიწვიეს სამოქალაქო განათლების წიგნის ავტორი, რომელმაც ლექცია/სემინარი ჩაუტარა მოსწავლეებს, თემაზე „კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ გარშემო“.
  • სამოქალაქო განათლების კლუბის „თემიდას“ წევრებმა პროექტის ფარგლებში სკოლაში მოაწყეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება „მრავალფეროვნების ძიებაში“, საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და აქტიური დისკუსია გამართეს აღნიშნულ საკითხზე. 

ამავე პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბის - „თემიდა“ წევრებმა სკოლაში დაწყებითი/საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან „თანასწორგანმათლებელთა მეთოდის გამოყენებით“ თემატური საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

„საბაზო საფეხურზე, სიტუაციური მაგალითებით დისკუსიები მოეწყო და საკითხის უკეთ გააზრებისთვის სხვადასხვა წერითი თუ ვერბალური სავარჯიშოებიც შესრულდა. დაწყებით საფეხურზე, გარდა იმისა, რომ განიხილეს ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობა, ასევე, წიგნიდან „ჩვენი ეზოს ამბები“ მოსწავლეებმა მოთხრობები წაიკითხეს და განიხილეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ასევე, პროექტის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელ ცირა სვანიძის დახმარებით, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა მოაწყეს ფლეშმობი - „ტოლერანტული ბავშვები“, სადაც მათ სხვადასხვა ეროვნული ცეკვა შეასრულეს.

სამოქალაქო კლუბის „თემიდას“ ხელმძღვანელ თამარ ასლანიშვილისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის - ცირა სვანიძის დახმარებით, 26 მაისს მოეწყო პერფორმანსი, რომლითაც გამოხატავდნენ კიდევ ერთხელ ტოლერანტულობას და აღნიშნეს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა რომელი რასისა თუ ეთნოსის წარმომადგენელი ხარ, ჩვენ ერთი მიწა გვაერთიანებს და ერთად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.

პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ნახატების კონკურსი - „ჩემი თვალით დანახული მრავალფეროვანი გარემო“. კონკურსზე I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები დასახელდნენ. ნახატების ავტორები, პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

სამოქალაქო კლუბის „თემიდას“ წევრებმა ჩაატარეს სასკოლო საზოგადოების აზრის კვლევა - სასკოლო საზოგადოებაში მშვიდობიანი და ტოლერანტული გარემოს საჭიროებების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში, ასევე, თბილისში კულტურული მრავალფეროვნების ადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოეწყო „City Walk“- საფეხმავლო ტური.

„აღნიშნულმა ტურმა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თბილისში ჯერ კიდევ არსებობს ის ქუჩები, ჩიხები და ნაგებობები, თავისი დეტალებით, რომლებიც ინახავენ ქალაქის ისტორიას, რომელიც ტოლერანტობის ნათელი მაგალითია და საშუალებას გაძლევს იყო ტურისტი შენივე ქალაქში და აღმოაჩინო შენი წილი თბილისი“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, დამზადდა სამოქალაქო განათლების კლუბის „თემიდას“ მაისურები, შესაბამისი ბანერები, პოსტერები და ფლაერები, რომელებიც პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს.

გარდა ამ აქტივობებისა და ვიდეორგოლების წარმოდგენისა, სამოქალაქო განათლების კლუბის „თემიდას“ წევრებმა დადგეს სპექტაკლი „მრავალფეროვანი ძველი თბილისური ეზო“.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტში - „მე ვარ ტოლერანტი, მაშასადამე მე ვარ კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“, პროექტისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „თემიდას“ ხელმძღვანელმა - თამარ ასლანიშვილმა, სერტიფიკატები გადასცა.

„მიგვაჩნია, რომ პროექტის მიზანი, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მიღწეულია. პროექტის განმავლობაში სკოლაში ყველა საფეხურის მოსწავლე/მასწავლებელი იყო ჩართული ვამაყობთ,  N129 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „თემიდას“ წევრების მუშაობით და კვლავაც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება