სიახლეები
სკოლები

„რას გადაურჩა თბილისი?“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 კლასელებმა ისტორიული მოვლენები „გააცოცხლეს“
14-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პროფესიონალი გუნდი მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე საინტერესო ინფორმაციას აცნობს. 

მოსწავლეები საქართველოს დედაქალაქის დაარსებისა და განვითარების ისტორიას დაწყებითი კლასებიდანვე დიდი ინტერესით ეცნობიან. მათ თბილისზე არაერთი საინტერესო პრეზენტაცია და ღონისძიება გაუმართავთ.

ამჯერად, როგორც სკოლაში ამბობენ, მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაქალაქზე ამბები სრულიად განსხვავებული ნარატივით წარადგინეს. მათ ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში, საინტერესო ასპექტებით მიმოიხილეს და გაიხსენეს, „რას გადაურჩა თბილისი?“. მოსწავლეებმა სხვადასხვა წარმოდგენა გამართეს, ისტორიული მოვლენები გააცოცხლეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში ამბობენ, რომ აქტივობაში - „რას გადაურჩა თბილისი?“ - კოლოსალური შრომა, ამ ამბის ასე საინტერესოდ წარმოდგენისთვის, კლასის დამრიგებელმა ლია ინჯიამ ჩადო, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა და დღესაც უდიდესი შემართებით განაგრძობს ამ კეთილშობილურ მისიას.

პედაგოგების - ემა ჭუჭულაშვილის, ანა ხელაიას, ნინო ბიბილურის და ნათია ხუჭუას ძალისხმევით, მოსწავლეებმა დედაქალაქის ამბები სხვადასხვა ენაზე წარადგინეს. ქართული ცეკვით და სიმღერით გაამშვენიერეს ეს შესანიშნავი წარმოდგენა: გიგი შიხიაშვილიმა, ნინო ჯგერენაიამ, გეგა ლაშაურიმა, გაბრიელა ვოლკოვიჩმა, მართა ჩაუდჰარიმ, თათული (თამარ) კევლიშვილიმა, დემეტრე ჩიტაიშვილმა, სანდრო გრიგალაშვილმა, ნიკოლოზ ახალკაცმა, მარია გიგუაშვილმა, ბარბარე მჟავიამ და გიორგი კანდელაკმა. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, იმღერეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

„მოსწავლეებმა საუკუნეების გადმოსახედიდან გააცოცხლეს სიუჟეტები, რომელიც არამხოლოდ მეფეთა ისტორიებზე მოგვითხრობდა, არამედ ყველა სამაგალითო ქართველზე, რომლებმაც სულიერი და ფიზიკური ძალისხმევით ასახელეს, დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფო.
მათ შესანიშნავად, გააზრებულად მოგვითხრეს, გვიმღერეს და ქორეოგრაფიული ელემენტებით გააცოცხლეს ამბავი, რომელიც უძველეს სტრიქონებს გაგახსენებთ:

შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებრნ საამაყო მომავალ თაობას, მშვიდობიანი და ლაღი მომავალის იმედით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება