სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
14-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობაში ჩაერთნენ. 

პირველკლასელთა მონაწილეობით, კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა. როგორც სკოლაში ამბობენ, ეს წარმოდგენა მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბავი არ ყოფილა. მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახობა წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მადლობას უხდიან, ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორებს: სკოლის დირექტორს - ლალი მელივას, კლასის დამრიგებელს - ახალგაზრდა, უნიჭიერეს ელენე მიროტაძეს, სცენარის ავტორს და დამდგმელ რეჟიორს - ლეილა თვალაბეიშვილს, დიდ მაესტროს - ნინო ბიბილურს, მხატვრებს - მარი მჟავიას და მარი დავითიძეს, მე-7 კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს საინტერესო და თემატური ილუსტრაციების შექმნისთვის. და რაც მთავარია, მადლობას უცხადებენ მონაწილეებს - პირველკლასელებს. 

„რამდენჯერ დავრჩენილვართ აღტაცებულნი ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებით, შრომისუნარიანობით, თავდადებით.
ეს არაჩვეულებრივი წარდგენა იყო მთელი წლის ნაღვაწის, რომელიც შესანიშნავი მაგალითია გუნდურობის, კეთილგანწყობის, საიმედობის, შედეგიანობის და სწორედ ცოდნის კენწეროზე სიამტკბილობით ასვლის, რომელმაც სიტყვის ძალით, ერთობით და ბავშების უზადო სიყვარულით შეიარაღებულმა არაჩვეულებრივ სანახაობას გვაზიარა. ეს ერთგვარი ლიტერატურული აქტიც იყო, ეროვნული სულით გაჟღენთილი. მეგობრებისა და კოლეგების, სწორი სუბორდინაციით და პატივისცემით გამსჭვალული. მოსწავლეებმა კი ფრთები შეასხეს იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითმა ჯგუფმა იცის რა სირთულეებთანაცაა კავშირში ყოველივე ამის აღქმაში კი დიდ გასაქანი მისმა აღმატებულება - ემოციამ მოგვცა.

სკოლაში, დირექტორის ქალბატონ ლალი მელივას გადაწყვეტილებით, რამდენიმე წელია, შესანიშნავი ტრადიცია არსებობს. პედაგოგები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა დისციპლინების სწავლების პროცესს. ამით არა მარტო კოლეგების მეთოდებს და მოსწავლეების შესაძლებლობებს იზიარებენ და აფასებენ, არამედ, საკუთარ ხარვეზებსაც შეიცნობენ. ბუნებრივია, ნიჭიერი კოლეგა კარგი გზამკვლევია, სწორი მიმართულების, მეთოდის, ტრენდული - ჰუმანური პედაგოგიკის ShowMan/Woman…

თანამედროვე სამყაროს განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ძირითადად ინდიგო ბავშვები იბადებიან. ძნელია, ისეთი რამ შესთავაზო, რომ გააკვირვო, დააინტერესო, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიდევნო, „მოიშინაურო“, სამეცნიერო ელიტა კი მათ განსაკუთრებულობას ასე განმარტავს: „გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგო ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.“

სრულიად გადაუჭარბებელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლაში „მომავლის“ პედაგოგები ასწავლიან. ლეილა თვალაბეიშვილის ნებისმიერი საფეხურის საგაკვეთილო პროცესის ხილვისას ამაში კიდევ მეტად დარწმუნდებით. პირველკლასელთა წარმოდგენამ

,„ჩვენი საუნჯე“ სისავსის, სიყვარულის, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, გემოვნების, სისადავის და მრავალი ადამიანური ემოციის განცდა დატოვა, რომელიც სულის საუნჯეა და „არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,“ სწორედ, რომ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის“...

ძნელია ანცი პირველკალელების დამორჩილება, ყველას თავისი სათქმელი აქვს, თითოეული მათგანი ცდილობს განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს მასწავლებლის გულსა და უბეში და სწორედ, რომ სწორად დაწერილმა, გააზრებულმა დრამატურგიულმა ტექსტებმა მაგიური ზეგავლენა მოახდინა პატარებზე. „ერთობის ძალა’’ მთელი სიმძაფრით განაცდევინა. მწვერვალზე ასვლის სიტკბოება და სიტყვის ძალა დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებით და ენით გამოუთქმელი აღტაცებით დააჯილდოვა.

იდეალურად შესრულებული სამუშაო - მთელი წელი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ, სწორად შერჩეული როლები, სწორი და მკაფიო დეკლმაცია, თემატური დეკორაცია, კოსტუმები, მასწავლებლის მიერ შექმნილი ხელნაკეთი დედაენა, ფიგურებად ჩამოსხმული დაუვიწყარი, კოლორიტი პერსონაჟები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეების ყოველდღიურ სასწავლო პროცესს თან სდევს, როგორც თვალსაჩინოება, რომელიც დანახვისთანავე სამუდამოდ დაიდებს ბინას პატარების გულებში.

უდიდესია ახალგაზრდა, ნიჭიერი დამრიგებლის ელენე მიროტაძის როლი ამ შესანიშნავი ღონისძიების დაგეგმვასა და სრულყოფაში. უდაოდ დიდი ავტორიტეტი და ნდობა მოიპოვა მან პატარების გულებში და შედეგიც შესანიშნავი დადგა.

თავად სცენარის ავტორი და დამდგმელ რეჟიორი ლეილა თვალაბეიშვილი ემოციურად აღნიშნავს: ,„საიდან დავიწყო არ ვიცი. რამდენი რამ მინდა დავწერო და სიტყვებს ვერ ვპოულობ. არადა, როგორი მდიდარი ლექსიკა გვაქვს... სიტყვის ძალა უძლური აღმოჩნდა იმ ემოციასთან, რაც დღეს ჩემი საოცარი ბავშვებისგან მივიღე. ერთია იშრომო და მეორე დაგიბრუნდეს ზუსტად ის, რაც დათესე. I კლასი, თქვენ ჩემი სუპერგმირები ხართ!

„დედაენა“ არის ფარ-ხმალი, რომლითაც ქართველი კაცი მტერს იგერიებს!

„დედაენა“ სულია ქართველი კაცისა. სიტყვები ამ წიგნში რომ წერია, ხალხის სულიდან და გულიდან არის ამოღებული.

ბავშვებო, თქვენ, ჩემი სული და გული ხართ!

რაც მთავარია, მადლობა პატარა მონაწილეებს, მომავლის ადამიანებს - პირველკასელებს ასეთი, ამხელი, დაუვიწყარი ემოციების დამბადებლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება