სიახლეები
სკოლები

„მეგობრობა გზად და ხიდად“- ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ღონისძიების ფარგლებში, მეგობარ სკოლას ესტუმრნენ
14-06-2023
-
+


თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები იმართება. 

სპორტის მასწავლებმა - ირაკლი ბერიძემ სპორტული ღონისძიება, დევიზით - „მეგობრობა გზად და ხიდად“, ჩაატრა. ის ინტეგრირებული იყო საგნებთან ქართულსა და ისტორიასთან. შესაბამისად, აქტივობის თანახელმძღვანლები - ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი -მაყვალა ზაქარაძე  და ისტორიის მასწავლებელი - გენადი ტაკიძე იყვნენ. 

მის ფარგლებში, ხარაულის სკოლის ფრენბურთელები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლას ეწვივნენ. ახალგაზრდების ფრენბურთში, პოეზიასა და სიმღერებში პაექრობამ სასკოლო საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ორი სკოლის მეგობრული შეხვედრა ურთიერთგაცნობით დაიწყო. ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორმა მურმან ზაქარაძემ მასპინძლებს სკოლის მენტორი მასწავლებლის თამაზ აბულაძის წიგნები უსახსოვრა. ოშორის სკოლამ კი ხარაულის საჯარო სკოლას კედლის საათი აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მესხეთ-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები - ზარზმის მონასტერი, ვარძია, ხერთვისის კომპლექსი, რაბათის ციხე, ერეკლეს ხიდი, მონათა ბაზარი და ა.შ. 

ორღიანმა გასვლითმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ის მემორანდუმით დასრულდა, რომლის მიხედვითთაც, სკოლებს შორის ურთიერთობა გაგრძელდება.

„ხარაულის საჯარო სკოლამ არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა მიმდინარე სასწავლო წელს, მაგრამ ამ აქტივობების  გვირგვინი იყო  სპორტის მსწავლებლის ირაკლი ბერიძის ჩატარებული სპორტული ღონისძიება.
სკოლებს შორის კულტურული ტრადიციების გაცვლა მომავალი წლიდანაც გაგრძელდება. შეთანხმება შედგა - სექტემბრისათვის  ხარაულის სკოლა უმასპინძლებს ოშორის საჯარო სკოლას.
მისასალმებელია, რომ ხარაულელთა საინტერესო მოგზაურობა დააფინანსა სკოლის დირექციამ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება