მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გენადი ჩოვუშიანი მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული დირექტორია. ის, ბავშვებს სწავლისკენ მოუწოდეს და მიაჩნია, რომ სწორედ უფროსებმა უნდა აუმაღლონ მათ მოტივაცია. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანი იყო განათლება, იმისთვის, რომ კარგი სპეციალისტი და საქმის მცოდნე დამდგარიყო.
etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გენადი ჩოვუშიანთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ნაყოფიერი ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რომ ერთად ავუმაღლოთ ჩვენს მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- სკოლის კედლების ჰაერით სუნთქვა სულ სხვაა.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მქონდა მოტივაცია სწავლის, რადგან გამოვსულიყავი კარგი სპეციალისტი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- სწავლა სწავლა და სწავლა.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ყველაზე კარგად თქვენ მასწავლით მასწავლებელო.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეებში ჩადებული ჩემი შრომა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.