მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი მზიური ხარაზი პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მოსწავლეები საქართველოს ღირსეულ შვილებად აღზარდოს. მისთვის თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა და თვისი საქმის სიყვარული არის ის, რაც მოტივაციას აძლევს და მუდამ განვითარებისკენ უბიძგებს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მზიური ხარაზთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ორიენტირებული ვიყავით აკადემიურ წარმატებებზე, სკოლამ კარგად აუღო ალღო პროექტებით მუშაობას მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, დისციპლინაზე. მიმდინარე წელს სკოლა დაამთავრა სამმა მოსწავლემ მედალზე, აქედან ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანია... კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა აღინიშნებოდა მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემთან.
ჩატარდა თემატური ღონისძიებები, ინტელექტუალური თამაშები, სპორტული ღონისძიებები, „მხიარული სტარტები“.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- ძვირფასო მშობლებო, გმადლობთ, რომ თანამშრომლობთ სკოლასთან, გაინტერესებთ სასკოლო ცხოვრება, რაც სამომავლოდაც გაგვიადვილებს მასწავლებელთა პასუხისმგებლობას აკადემიურ ხარისხს.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- „მე როგორც უკვე სრულწლოვანი თამამად მოვდივარ შენთან“.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ჩემი სურვილით ავირჩევ პროფესიას, რადგანაც ვიცი როგორ უნდა მეპოვა თავი საზოგადოებაში.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემობრძანება სკოლაში! საქართველოს ღირსეულ შვილებად დაზრდილიყავით ჩვენს სკოლაში.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მიყვარხართ მასწ! არ შეცვლილხართ! რა ლამაზად გამოიყურებით! .
- მოტივაციას მაძლევს...
- თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა, ჩემი პროფესიის სიყვარული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.