მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი მოსწავლეებთან განსაკუთრებული თბილი და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლა გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ სკოლაში სწავლობს თხუთმეტამდე ეროვნების ბავშვი და მიუხედავად ამისა სასკოლო თემი ძალიან მეგობრულია. ამას მოწმობს ასევე, სკოლის დევიზი - „სკოლა სადაც მეგობრობას და სიყვარულს ასწავლიან!“. ის თავის მოსწავლეებს მუდამ სწავლისკენ მოუწოდებს და ერთმანეთის თანადგომას ასწავლის. დირექტორისთვის, სწავლა საკუთარი თავის პატივისცემაა.
etaloni.ge გთავაზობთ სკოლის დირექტორის - თამარ მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუს:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან რთული იმის გამო, რომ სკოლას უწევდა გაასმაგებული მუშაობა პანდემიის შემდგომი, ე. წ. დანაკარგების შესავსებად და დასაძლევად.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რომ მათი ჩართულობით და თანადგომით სასწავლო პროცესი მეტად შედეგიანი და პროდუქტიული მივიღეთ. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და მშობლის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- სწავლა საკუთარი თავის პატივისცემაა, არ მოაკლო პატივისცემა შენს თავს მთელი სიცოცხლის მანძილზე. (ბუმბულ აშლილ, გაჩეჩილ ბუს დავიხატავდი).
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ჩემთვის არ არსებობდა გართობა, დასვენება, მეგობრებთან ან - ნათესავებთან სტუმრიანობა. ჩემს ოთახში შეუსვენებლად მეცადინეობა, რეპეტიტორების გარეშე, იყო ჩემი ყოველდღიურობა სტუდენტობამდე.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ მოუთმენლად ელოდებათ თამარ მასწავლებელი იმ სკოლაში, სადაც მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლიან.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- აუ, მას, რა კეთილი ხართ! (ბოტასების თასმები შევუკარი და წინდაზე გაქცეული თვალი მივუკემსე). თამარ მასწავლებელო, თქვენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეთ! (მოსწავლე, რომელიც რამდენიმე სკოლაში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და სწავლის მიტოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა)
თქვენ მართლა დირექტორი ხართ? --- და ბავშვებს ლანჩს თქვენ უმზადებთ? ( გაოცებული და სახტად დარჩენილი სხვა სკოლის მოსწავლე, ტრენინგზე სტუმრად მოსული) :) .......
- მოტივაციას მაძლევს ის ფაქტი...
- რომ როცა ვხედავ, რამდენი თავგზააბნეული ბავშვი დავუბრუნეთ სკოლას და მივეცით სწავლის შანსი. ხელი შევუწყვეთ წარმატებისთვის მიეღწიათ, დაესრულებინათ სკოლა და გამხდარიყვნენ სტუდენტები. თავისი გზა ეპოვა თითოეულ მათგანს. როცა ამდენი მადლიერი ადამიანი გვიზიარებს სითბოს და სიყვარულს, ვხვდები, რომ მართლაც დიდ საშვილიშვილო საქმეს ვემსახურებით.
ჩვენი სკოლა განსაკუთრებული და გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ სკოლაში სწავლობს თხუთმეტამდე ეროვნების ბავშვი და მიუხედავად ამისა სასკოლო თემი ძალიან მეგობრულია. ჩვენი სკოლის დევიზს, „სკოლა სადაც მეგობრობას და სიყვარულს ასწავლიან!“, რომელიც სკოლის ფასადსაც ამშვენებს, ამართლებს ის გარემოება, რომელიც სუფევს ჩვენთან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება