სიახლეები
პიროვნება

„სკოლისა და ბავშვების სიყვარულმა მიბიძგა ამ პროფესიაში მეპოვა ჩემი თავი“ - ლია ჩაჩუა, თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებელი
14-06-2023
-
+


ლია ჩაჩუა თბილისის N166 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეების წარმატება, გულწრფელობა და მათი გაბრწყინებული თვალები დიდი ბედნიერებაა. პედაგოგმა იმავე სკოლა დაამთავრა, სადაც ახლა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და მე-3 კლასის დამრიგებელია. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა უბიძგა ამ პროფესიაში ეპოვა საკუთარი თავი და დაბრუნებულიყო იქ, სადაც ბავშვობის უდიდესი ნაწილი გაატარა. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ლია ჩაჩუასთან: 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საკმაოდ შრომატევადი, ნაყოფიერი, სიახლეებით დატვირთული, ბევრი დადებითი ემოციით გაჯერებული. წლის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც დადებითად აისახებოდა როგორც მოსწავლეების, აგრეთვე მასწავლებლის განვითარებაზე.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- გაეგრძელებინათ აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ არაფორმალური განათლების მიღების დროსაც, რადგან მათი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და სწორად წარმართვის პროცესში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ჩემი სადამრიგებლო კლასის (მე-3 კლასი) საერთო ფოტოს წარწერით: „კიდევაც დაიზრდებიან“...

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- თბილისის N166 საჯარო სკოლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. სკოლისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა მიბიძგა ამ პროფესიაში მეპოვა ჩემი თავი და დავბრუნებულიყავი იქ, სადაც გავატარე ბავშვობის უდიდესი ნაწილი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- სამშობლო უმნიშვნელოვანესია. როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა „სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ“.... „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ყველაზე მეტად ადამიანს გულწრფელი სიტყვები ახარებს, აბედნიერებს და მით უფრო, თუ ეს სიტყვები მოსწავლისაგანაა წამოსული. მოსწავლის სიყვარული შეუფასებელია მასწავლებლისთვის. დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მოსწავლის მიერ გამოგზავნილმა ხმოვანმა შეტყობინებამ: „მას, მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიოს ბავშვებს უყვარხართ“.

- მოტივაციას მაძლევს...

- თითოეული მოსწავლის გაბრწყინებულ თვალებში დანახული სიყვარული, შემართება, ცოდნის მიღების სურვილი, სკოლაში შრომისმოყვარე კოლექტივი და აქტიური დირექციის წევრები, რომელთა თანადგომასაც მუდმივად ვგრძნობ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში მზრუნველობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას

აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება