სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს
15-06-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და სასწავლო-შემეცნებით ტურებს სთავაზობენ. სკოლაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბავშვებსა და პედაგოგებს შორის მეგობრულ, კეთილგანყობილ დამოკიდებულების არსებობას. 

მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და ცოდნას იმაღლებენ.

ამჯერად, ისინი გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც საჩვენებელი გაკვეთილი მოეწყო.

„მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანყობასა და თანასწორობაზე აგებული საგაკვეთილო პროცესი, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები, საგაკვეთილო პროცესში სწორად გადანაწილებული პასუხისმგებლობები, რესურსების მიზნობრივი და ეფექტური გამოყენება, განმავითარებელი შეფასებისა და სწორი უკუკავშირის გაცემა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეტი ღიაობა და კოლეგებს შორის კრიტიკული მეგობრის მიმღებლობა, - ეს ის  თვისებებია, რომლებიც ნათლად გაშუქდა ქუთაისის N16 საჯარო სკოლის საჩვენებელ გაკვეთილზე გალაკტიონის სახლ-მუზეუმში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მუზეუმში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა - ლალი მილორავამ და მისმა მოსწავლეებმა არაერთი ლექსი გააჟღერეს მგოსანის მამულში. სკოლის დირექტორის მოადგილემ - მაია ფხაკაძემ ემოცია ვერ დაფარა, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დიდი პოეტის ლექსების წარმოთქმაში“, - გვეუბნებიან სკოლაში.

დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება