მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გოგოლაევა შრომისმოყვარე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ცოდნის გაღრმავეზაბე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ბავშვებს შთააგონებს, რომ ყველაფერი მათ ხელშია. მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებენ. ეს კი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. დირექტორი პირველკლასელებს მოუთმენლად, სიყვარულით ელოდება და მათ სწავლისა და დროის მხიარულად გატარებისკენ მოუწოდებს.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- მრავალმხრივ სასიამოვნო და სარგებლის მომტანი. გასულ წელთან შედარებით ბევრად წარმატებული და მომგებიანი (ვგულისხმობ პანდემიას, მის დასასრულსა და სკოლაში მერხებთან დაბრუნებას).
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რეალობაში გადასვლა, სკოლის კარების შეღებაა და მშობელთა ჩართულობა მოსწავლის წარმატებისათვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ყველაფერი ჩვენს ხელშია!
ვინაიდან ყველასათვის ცნობილი ამბავია და ორიგინალური არ ვიქნები თუ ამ მაგალითს მოვიყვან - უწინდელ დროს, ძველ ქალაქში ცხოვრობდა მასწავლებელი, გარემოცული თავისი მოსწავლეებით. ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე ერთხელაც ჩაფიქრდა და კითხვა გაუჩნდა: „არსებობს ნეტავ ისეთი კითხვა, რომელზედაც ჩვენს მასწავლებელს არ ექნება პასუხი?“ ის წავიდა ყვავილებით აყვავებულ მდელოზე, დაიჭირა ლამაზი პეპელა და ხელისგულებს შორის მოიმწყვდია. პეპელა ფართხალებდა მის ხელებში, მოსწავლე კი მხიარულად იყო. გაღიმებული მივიდა იგი მასწავლებელთან და ჰკითხა: „მითხარით, როგორი პეპელა მყავს ხელში: მკვდარი თუ ცოცხალი?“ მას მჭიდროდ ყავდა ხელებში მოქცეული პეპელა და მზად იყო მომენტალურად, წამში დაეყენებინა ის შედეგი, რაც მისი პასუხის სინამდვილეს დაამტკიცებდა. მასწავლებელმა არც შეხედა მოსწავლის ხელებს და ასე უპასუხა: „ყველაფერი შენს ხელშია“.
ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, უკეთესი საქართველო ჩვენს ხელშია.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ იყო იმდენი შესაძლებლობა რაც დღესაა.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ნაყოფიერად გამოიყენონ სკოლის წლები, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და ამავდროულად, კარგი დრო გაატარონ თავიანთ კლასელებთან ერთად...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.