სიახლეები
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
15-06-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მე-4 კლასელებთან ერთად, მე-2, მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მეოთხეკლასელებს გზა დაულოცეს და მომავალში წარმატება უსურვეს.

მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

გარდა ამისა, მათ სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოციები, განცდები და შთაბეჭდილებები გაიხსენეს. ასევე, მოიგონეს ოთხწლიანი მეგობრობის ისტორია და თავსგადახდენილი მხიარული თავგადასავლები. მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე სისტემატიურად ზრუნავენ. 

„უამრავი მადლობა და თბილი სიტყვები მიუძღვნეს პედაგოგებს, მთლიანად სასკოლო საზოგადოებას და დადეს პირობა, რომ ბევრად უკეთესი მოსწავლეები იქნებიან მომდევნო სასწავლო წლებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება