სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
15-06-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი 11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „თვითმმართველი ლიდერები 2023“ დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერები და თვითმმართველობის წევრები იყვნენ ჩართულნი (მე-10-12 კლასები).

პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზნად ისახავდა მოსწავლეებში თვითმმართველობის მნიშვნელობის გაააზრებას, ასევე ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 60 სკოლის ამდენივე მოსწავლე მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი სამ ეტაპს მოიცავდა:

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, პიარფსიქოლოგ მაგდა კოტრიკაძის ორდღიანი ონლაინტრენინგი თემებზე: კომუნიკაცია VS მისკომუნიკაცია, პიარფსიქოლოგია; როგორ შევქმნათ ხარისხიანი მარკეტინგული პროდუქტი;
  • გუნდური საშინაო დავალება;
  • მენტორების ხელმძღვანელობით - მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა.

„ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა. პროექტის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, პოეტები ნანა ცინცაძე და ია სულაბერიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა პროექტის ხელმძღვანელი მარინე უგულავა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე 15 წევრისგან დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მენტორების დახმარებით მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

გუნდებს მენტორობას უწევდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები/დოქტორანტები - რევაზ ბერულავა (სამართლის სამაგისტრო პროგრამა), სოსო გაზდელიანი (მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა), გიორგი გოგოხია (მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა) და კოკა კაჭარავა (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა) ხელმძღვანელობდნენ.

პროექტს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კოორდინაციას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნია სადაღაშვილი.

პროექტის პრეზენტაციები კომისიამ შეაფასა, დასასრულს კი მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება