სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
15-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეები ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას იღებენ. 

მათი ერთ-ერთი საყვარელი საგანია - „მე და საზოგადოება“, ის მოსწავლეებში დიდი პოპულარობით გამოირჩევა და შესაბამისად, შესწვლის ინტერესიც დიდია.

როგორც სკოლაში ამბობენ, საგნის პედაგოგი - ირმა კვანჭიანი შესანიშნავად ფლობს იმ კომპეტენციებს, რომლებიც აღნიშნული დისციპლინის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: იგი კარგად იცნობს მოზარდების ფსიქიკას, თანამშრომლობს მშობლებთან, აქვს ინფორმაცია მოსწავლეთა პიროვნული თვისებების, მათი გარემოს, წინარე ცოდნის, სოციალური უნარის შესახებ და შესაბამისად, მოსწავლეები, წლის ბოლოს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე გაიყვანა.

პედაგოგი მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს, ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს“, ჩაუტარდათ. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. ისინი გამარჯვების მოტივაციით, საჭირო ტერმინებისა და ლექსიკურ ერთეულებს დიდი ინტერესით დაეუფლნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ბოლოს, მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ სკოლის დირექტორ ლალი მელივასთან ერთად, საგნის პედაგოგმა ირმა კვანჭიანმა გადასცათ. 

„სწავლების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით თვალსაჩინოების დამზადება, საგაკვეთილო პროცესში უშუალოდ პედაგოგის მითითებით ხდება, რაც საინტერესო და დასამახსოვრებელ ეტაპებს ქმნის. ამგვარი პრაქტიკა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, სამომავლოდ მათ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების პიროვნებებად ჩამოაყალიბებს.
სკოლის ადმინისტრაცია ქალბატონ ირმას და მის მოსწავლეებს ულოცავს ამ გამარჯვებას. უსურვებს, სამომავლოდ უფრო მასშტაბურ პროექტებსა და ღონისძიებებში გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება