სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს დამრიგებლები ემოციურად დაემშვიდობნენ
15-06-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა.

აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. ამასთან დაკავშირებით, IV, IV და IV კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი წარმოდგენები შესთავაზეს. 

მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, 4 წლის განმავლობაში ნასწავლი შეაჯამეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მათ პირველი დამრიგებლები ემოციურად ემშვიდობებიან. მასწავლებლების - ტურფა ჩოგოვაძის, მირანდა ფერაძისა და ლელა ბოჭორიშვილს მისალოც წერილებს უცვლელად გთავზობთ.

„გუშინდელი დღესავით მახსოვს თქვენი პირველი დღე სკოლაში და ჩვენი შეხვედრა. გილოცავთ, სკოლის პირველი საფეხურის წარმატებით დასრულებას. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება თქვენზეა დამოკიდებული. სიკეთე და სიყვარული გაიხადეთ ცხოვრების თანამგზავრად. იყავით შრომისმოყვარე და ერთგული თქვენი საქმის. ასე, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს და დაიპყრობთ მწვერვალებს.
ეს ოთხი წელი იყო სიყვარულით დატვირთული, რომელმაც უსაზღვრო სიხარული და ერთმანეთის იმედი გვაჩუქა.
ჩემო ძვირფასებო, მიგულეთ თქვენი ცხოვრების მეგობრად, მეგზურად და იმედად.
დალოცვილი ყოფილიყოს წარმატებისკენ გადადგმული თქვენი ყოველი ნაბიჯი“,- წერს IV კლასის დამრიგებელი - ტურფა ჩოგოვაძე.
 
„ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე და ემოციებით დატვირთული დღეა ჩემთვის, როცა ჩემს ფრთებქვეშ დაზრდილ მერცხლებს გზას ვულოცავ დიდი მწვერვალებისკენ. ეს პირველი ჯგუფი არ არის ვისაც ვაცილებ, თუმცა კვლავ გულისამაჩუყებელია მათთან განშორება და სხვანაირად შეუძლებელიცაა. ოთხი წელიწადი საკმაო დროა მიჩვევისათვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება თითოეული მათგანის მიმართ.
მინდა, რომ ცხოვრების ბოლომდე ისეთივე გამორჩეულები, განსაკუთრებულები და სიყვარულით სავსეები დარჩნენ, როგორც ახლა, ამ ფერადი ბავშვობისა და სკოლის ულამაზეს პერიოდში.
ჩვენ ხომ ერთად შევიმეცნეთ ეს უცნაური სამყარო, ახლა კი კიდევ უფრო დიდი და საოცარი სამყაროსკენ ვულოცავ მათ გზას!
ჩემს სიყვარულს, სითბოს და გულწრფელ ლოცვას გატანთ საგზლად ჩემო ძვირფასებო. თქვენი თითოეული წარმატების გამზიარებელი და გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.
ამაყი ვარ, რომ ასეთი კარგები ხართ და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება ეს სიამაყე.
დაგილოცავთ მომავალს და გისურვებთ ულევ წინსვლასა და წარმატებას“,- აღნიშნავს IV კლასის დამრიგებელი მირანდა ფერაძე.


„ჩემო ძვირფასებო, მიიწურა ჩვენი წინასაზეიმო ეიფორია. თითქოს სხვა სამყაროში ვიყავით ყველანი ერთად, ბევრი ვიშრომეთ, ბევრიც ვიკამათეთ, ვიხუმრეთ და საბოლოოდ მივიღეთ ამ ყველაფრის საუკეთესო დასასრული. იმდენად კარგი, რომ დაჯერებაც მიჭირს.
უღრმესი მადლობა თქვენ ამ სიხარულისთვის, რაც მე მომანიჭეთ. ნამდვილად ვამაყობ თქვენით და ბედნიერი ვარ რომ თქვენი პირველი მასწავლებელი მქვია. ემოციები თანდათან ცხრება და ახლა უკვე საოცარ სინანულს ვგრძნობ, რომ მომდევნო წელს ერთმანეთს თქვენი მასწავლებლის სტატუსით ვეღარ შევხვდები. ვიცი, თქვენც როგორ გწყდებათ გული, თვალწინ მიდგას თქვენი ცრემლიანი თვალები და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. არ მეგონა ჩემი პირადი ტკივილის შემდეგ ასე მოკლე ხანში კიდევ თუ დამწყვეტდა რაიმე გულს, მაგრამ......
გისურვებთ, უსაზღვრო წარმატებებს, წინსვლას, ბედნიერებას. ნათელი და მზიანი დღეები არ მოგაკლოთ უფალმა. თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები მხოლოდ კეთილი საქმის კეთებას და ცოდნის შეძენას მოახმარეთ. გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს. მწამს, რომ ჩვენი სკოლის საამაყო თაობა იქნებით.
დიდი მადლობა მშობლებო იმ სითბოსთვის რასაც თქვენგან ვგრძნობდი და იმისთვის, რომ ასე საუკეთესოდ წარმოაჩინეთ ჩვენი კლასი სკოლის წინაშე.
მიყვარხართ!“,- წერს ლელა ბოჭორიშვილი, IV კლასის დამრიგებელი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:






 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება