სიახლეები
სკოლები

„პატარა ტარიელი“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს
15-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მარი თაბაგარის ინიციატივით,  კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი მესამეკლასელებმა სკოლაში თეატრალიზებული სანახაობის ფორმით წარადგინეს.

„პატარა ტარიელი“ - ამ სახელწიდების სცენარით წარდგნენ ბავშვები მაყურებლის წინაშე.

„პატარები გამართული და მკაფიო მეტყველებით, სითამამით, დამაჯერებლობით, მსახიობისთვის აუცილებელი პროფესიული ოსტატობით წარდგნენ კრიტიკული და ობიექტური პუბლიკის წინაშე, დიდი მოწონებაც დაიმსახურეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სცენარის ავტორი და რეჟისორი - მარი თაბაგირი - კი, დაუვიწყარი ემოციით აქვეყნებს პოსტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე:

„არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა დაუღალავი შრომის ნაყოფს იმ თაობაში ხედავ, შენი სამშობლოს მომავლის იმედად რომ გესახება და თუნდაც საკუთარი ბედნიერი სიბერის გარანტი რომ არის.

დღეს III კლასმა სპექტაკლი „პატარა ტარიელი“ წარმოადგინა, აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, ქორეოგრაფი - უნიჭიერესი ნათია ხუჭუა მუსიკალური ხელმძღვანელი - ჩვენი შეუდარებელი ნინო ბიბილური, მხატვარ-დიზაინერი კი - სამი მარი (მარი დავითიძე, მარი მჟავია და მარი თაბაგარი ).

სპექტაკლი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და სამშობლოს სიყვარულით გაჯერებულ ლიტერატურას, მხატვრული ხერხების რაობასა და აუცილებლობაზე დიალოგი ერთგვარ ხიბლს სძენდა. წარმოდგენაში ჩაქსოვილი იყო პატრიოტიზმი, რწმენა, ერის საგანძური, პოეზია, ცეკვა, სიმღერა, იუმორი და ყველაზე მთავარი - ოპტიმიზმი, რომ „კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი“. სწორედ ეს თაობაა, წინაპართა ნაკვალევს რომ უნდა დაადგეს და თავისი ნათელი გონებით სამშობლოს კირითხუროს როლი მოირგოს, რადგან „სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია.“

ყველაზე მეტად, რაც ასე მზესავით ნათელი იყო, ბავშვებმა მთელი მონდომებით, მართლაც დიდი მსახიობებივით, მოირგეს როლები და მაყურებელთან ერთად, თვითონაც დიდი სიამოვნება მიიღეს.

ვინ იცის, იქნებ სწორედ მათშია ის ავთანდილი, ტარიელი თუ ფრიდონი, ჩვენი სანუკვარი სამშობლო - ნესტან-დარეჯანივით ლამაზი და მოხდენილი, ქაჯთაგან რომ უნდა დაიხსნას. თუ ასეა, კიდევ ერთხელ ვიამაყებ ჩემი, ჩვენი აღზრდილებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა.

ამ შესაძლებლობისა და გვერდით დგომისთვის უღრმესი მადლობა ლალი მელივას, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!

მადლობა ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვინც გვესწრებოდა და ჩემს უკვე მეოთხეკლასელებს გულშემატკივრობდა.

და ბოლოს, ისევ გავიხსენებ მოთხრობიდან იმ ამონარიდს, დღეს რომ სცენაზეც გაიჟღერა: „...როგორც ტარიელი იმ დროს ცხენოსნობით, ბურთაობითა და ნადირობით იწრთვნიდა, იდიდებდა და იმაგრებდა ძალ-ღონეს, ისე თქვენც ახლა უნდა ავარჯიშოთ ჭკუა-გონება სატარიელოდ. თქვენი სანადირო ტყე-ველი, საბურთაო მოედანი სასწავლებელია“, - აღნიშნავს სცენარის ავტორი.

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის შემოქმედებით ჯგუფს და უსურვებს წარმატებებს.

მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებითი უანრების წარმოჩენას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება