სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ვუნდერკინდები“ ინტელექტუალურ კონკურსში დიდ წარმატებას მიაღწია
15-06-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა კონკურსაა თუ ღონისძებაში აქტიურად ერთვებიან. შედეგად კი, სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, პედაგოგ ანა გოგავას სადამრიგებლო - მე-5 კლასის მოსწავლეების გუნდი -„ვუნდერკინდები“, ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გუნდმა პირველი, მეორე და მესამე ტური წარმატებით გადალახა. შედეგად, რეგიონალური პირველობა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. 

სკოლაში მათი წარმატებით უზომოდ ამაყობენ და ულოცავენ.

„ტვინების ბრძოლაში“ გამარჯვებულ გუნდს -„ვუნდერკინდები“ და მათ დამრიგებელს ანა გოგავას ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! მათი ყოველი მცდელობა, მწვერვალების დასაპყრობად, მუდამ გამარჯვების მომტანი ყოფილიყოს.
„ტვინების ბრძოლა“ არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება