სიახლეები
სკოლები

„მოტივაციას მაძლევენ კურსდამთავრებულები, რომლებსაც შვილები მოჰყავთ იქ, სადაც თავად ისწავლეს“ - ისლამ მამედოვი, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ისლამ მამედოვი ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოების განვითარება და წინსვლა პრიორიტეტული საზრუნავია, როგორც თავად გვიყვება, მისთვის მოტივაციის მიმცემია მოსწავლეთა სიყვარული, რომელსაც ყოველთვის გრძნობს. მას აბედნიერებს ის ფაქტი, რომ უკვე დაოჯახებულ კურსდამთავრებულებს შვილები იმავე სკოლაში მიჰყავთ, სადაც აღიზარდნენ. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ისლამ მამედოვთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სკოლა ავტორიზაციას გადის. ავტორიზაციის პროცესში ნათლად გამოიკვეთა წარმატებები და ისიც, კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო. და კიდევ: წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მომენიჭა.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- ეს XXI საუკუნეა. შვილებთან ერთად თქვენც ყოველდღიურად უნდა სწავლებდეთ; განსაკუთრებით ციფრულ ტექნელოგიებს უნდა დაეუფლოთ.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ცისარტყელას დავიხატავდი; ნიშნად იმისა, რომ პატივს ვცემ მრავალფეროვნებას... ყველა ეროვნებას, კულტურას, ტრადიციას, წეს-ჩვეულებას, გოგონებსა და ვაჟებს...

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ბევრს ვმუშაობდი, ვსწავლობდი არა მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს, არამედ ყველაფერს ვაკეთებდი ზოგადი განათლების მისაღებად და ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- იყავით ყურადღებიანები. ურთიერთობა ერთმანეთთან და მასწავლებელი დაგეხმარებათ პრობლემების დაძლევაში. თქვენ ყველაფერს შეძლებთ; თქვენით ვიამაყებთ!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- „თქვენი შექება ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ადრე მეგონა მათემატიკის ნიჭი არ მქონდა, ახლა ყველა დავალებას იოლად ვასრულებ“.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოტივაციას მაძლევს ბავშვების სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ. წარმატებული, უკვე დაოჯახებული კურსდამთავრებულები, რომლებსაც შვილები იმ სკოლაში შემოჰყავთ, სადაც თვითონ ისწავლეს. და კიდევ... სამი წარმატებული მასწავლებელი, რომლებმაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს და ისევ დაგვიბრუნდნენ!...


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება