სიახლეები
სკოლები

„გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“ - ოროჯალარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტის - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“ პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ: სკოლის დამხმარე მასწავლებელი არმენუი პოდოსიანი, ისტორიის მასწავლებელი, მე-6 კლასის დამრიგებელი - კარინე ჩოგანდარიანი, ქართული ენის მასწავლებელი გაიანე ნორსოიანი და მუსიკის მასწავლებელი არეკნაზ მკრტჩიანი.

პროექტში მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მიზანი იყო ისტორიული ძეგლის შესახებ სასკოლო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციების წარდგენა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლთან და დანარჩენ მასწავლებლებთან ერთად მოინახულეს საფარის მონასტერი.

მოიძიეს და დაამუშავეს მონასტრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შემდგომ პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში.

მათ ასევე მოამზადეს საფარის მონასტრის მაკეტი.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება