სიახლეები
სკოლები

ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ზღაპრის - „მზესუმზირების დღესასწაული“ მიხედვით, ჩრდილების თეატრის წარმოდგენა დადგეს
15-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეული დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის იყო.

სკოლაში პროექტი - „ჩრდილების თეატრის“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლის დამხმარე და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არმენუი პოდოსიანის დახმარებით, მე-3 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ზღაპრის -  „მზესუმზირების დღესასწაული“ მიხედვით, ჩრდილების თეატრი დადგეს.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პროექტში ჩართულნი იყვნენ ასევე მასწავლებლები: კარინე ჩოგანდარიანი(ხელოვნების), თამარ პოილარაშვილი( ქართული ენის) და არეკნაზ მკრტჩიანი (მუსიკის).

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება