სიახლეები
სკოლები

„ეს სასწავლო წელი იყო საინტერესო და წინსვლით აღსავსე“- მალხაზ ნატარიძე, ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე სასკოლო გარემოს განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ის სიახლეების დასანარგად ყოველთვის მზადაა. მისი აზრი კი, სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 

ამჯერად, მან საკუთარი შეხედულებები  etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. ისაუბრა, 2022-2023 სასწავლო წელზე, მოსწავლეთა მშობლებს რჩევები მისცა, გაიხსენა მოსწავლისგან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო და წინსვლით აღსავსე.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- უდავოა, რომ თანამედროვე ცხოვრება, დღევანდელობა მოითხოვს მათ აქტიურ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, რადგან მოსწავლის ქცევა დიდად არის დამოკიდებული ოჯახში აღზრდაზე, ოჯახში სწორი აღზრდა ბავშვების დისციპლინისა და კარგი სწავლის საწინდარია.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ენა, მამული, სარწმუნეობა და საქართველოს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მაშინ სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო რთული და შრომატევადი იყო

- მომავალ პირველკლასელებს ვუსურვებ...

- ბედნიერ ღიმილიან წარმატებულ სასწავლო დღეებს, წლებს..

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა....

- თქვენ ჩემთვის მისაბაძი, მიზანდასახული, ენერგიული ყურადღებიანი ხელმძღვანელი მასწავლებელი ხართ.

- მოტივაციას მაძლევს...

- ვიყო შემეცნებითი და ვიყენებდე სახალისო სტრატეგიებს, მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინებას ასევე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს: განწყობა, ნდობა, თავდაჯერებულობა და სხვა, რაც მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორია ჩემთვის.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება