სიახლეები
სკოლები

„მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი თქვენის დახმარებით გამომივიდა“- სპორტის პედაგოგი მელანია დოლიძე მოსწავლეებსა და გულშემატკივრებს ემშვიდობება
15-06-2023
-
+


სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე თავის მოსწავლეებს ემშვიდობება და მან, დღეს სკოლაში შრომითი ხელშეკრულება დაასრულა.  

ის ბავშვების მიმართ ყურადღებით, მეგობრული დამოკიდებულებითა და სითბოთი გამოირჩეოდა. მოსწავლეებს შრომისმოყვარეობისკენ მოუწოდებდა და თავისი მიზანდასახულობით მათ მოტივაციას უმაღლებდა.

პედაგოგი მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით რთავდა, გამარჯვებისთვის მათთან ერთად იბრძოდა.

პედაგოგს უდიდესი წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებსა და წარმატებებში. ბავშვები მასწავლებლის შრომასა და თავდადებას მუდამ ამჩნევდნენ და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ. თავად პედაგოგი კი მათ თითოეულ მიღწევასა და გამარჯვებას მხარს უჭერდა და ახალისებდა.

სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე თავად არაერთ აქტივობასა და კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც წარმატებას აღწევდა.

მის უამრავ ჯილდოს შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა კონფერენციაზე - „ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ მე-2 ადგილის დაკავებისთის დამსახურებული სერტიფიკატი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ასოციაციამ გადასცა.

სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით მისთვის ძალიან ემოციურია სკოლასთან და ბავშვებთან დამშვიდობება.

„ეს ჩემი სასწავლო წლის კულმინაციაა, მადლობა თქვენ ჩემი შრომის დაფასებისთვის! მადლობა ბავშვებს, რომ არა მათი ჩართულობა და მონდომება მე ვერ შევძლებდი შევმდგარიყავი მასწავლებებლად და ამას ხმამაღლა ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ვამბობ, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი თქვენის დახმარებით გამომივიდა. მადლობა და ნახვამდის რადგან, 15 ივნისი ჩემი შრომითი ხელშეკრულების ბოლო ვადაა როგორც მასწავლებელი მე-17 საჯარო სკოლის. ვიცი, ძალიან ბევრს გული დაგწყდებათ და იდარდებთ, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისგანაც გულწრფელი ღიმილი და თანადგომა მოდიოდა... ჩემო კეთილის მსურველებო უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ, გეხაროთ და გებედნიეროთ თქვენი შვილების წარმატებით“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება