სიახლეები
სკოლები

ხარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მეფუტკრეობის საფუძვლებს გაეცნენ
15-06-2023
-
+


თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით ეკოკლუბი „Green Group“ აქტიურ საქმიანობას ეწევა.

ამჯერად კლუბის წევრებმა, მეფუტკრე რევაზ თურმანიძესთან საინფორმაციო გასაუბრება მოაწყვეს და მეფუტკრეობის საფუძვლებს გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მეფუტკრე მოსწავლეებს თავისი საქმიანობის წარმოშობის ისტორიაზე, ფუტკრის მოვლა-პატრონობის, ჯიშების, სკაში შემავალი წევრების, ფუტკრისგან მიღებული პროდუქტების შესახებ და სხვა საინტერესო თემებზე დაწვრილებით ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს „ფუტკრის სამყაროში“ მოწყობილი მოსასვენებელი სივრცეები, თვალსაჩინოებისათვის მინებში ჩასმული ფიჭები, მაგიდაზე განლაგებული სამუშაო იარაღები, ესთეტიკურად გაფორმებული კუთხეები, ასევე თანამედროვე და ძველებური სკის მინი მოდელები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა შემეცნებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი თითოეულ დეტალსა და მეფუტკრის მოთხრობილ ისტორიას დიდი ყურადღებით ეცნობოდნენ.

„უღრმესი მადლობა გვერდში დგომისა და ხელშეწყობისათვის“, - სკოლაში მასპინძელს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება