სიახლეები
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს პედკოლექტივი, რომელიც მზადაა ჩემთან ერთად შექმნას სკოლის ისტორია!“- ირინა ხელისუფალი, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


ირინა ხელისუფალი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლის უმთავრესი მიზანია, განვითარებაზე ორიენტირებულ პედკოლექტივთან ერთად სკოლის საუკეთესო უახლესი ისტორია შექმნას. ის მუდამ ღიაა გამოწვევებისთვის და არ იშურებს ენერგიას, რომ მისი სკოლა იყოს პრესტიჟული და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი განათლება შესთავაზოს, როგორც თავად აღნიშნავს, სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება, რაც მას მიზანთან უფრო და უფრო აახლოებს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ირინა ხელისუფალთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- დატვირთული შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებებითა და აქტივობებით. განხორციელდა სხვადასხვა  საინტერესო ინოვაციური პროექტი, კრიტიკული აზროვნების უნარებზე ორიენტირებული ესეების კონკურსები, ნამუშევრების გამოფენები.

მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობითი კულტურა კარგა ხანია ჩვენ სკოლაში პროირიტეტულია.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მნიშვნელოვანია მათი როლი და აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ამ კუთხით ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია მათი სასკოლო ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რომელიც განხორციელდება ახალი სასწავლო წლის დასაწყისში. ყოველივე ეს ითვალისწინებს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:  ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება, სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენაში აქტიური ჩართულობა და სხვა.

აქვე მოგახსენებთ, რომ ნდობა სკოლის მიმართ საგრძნობლად გაზრდილია, რადგან ჩვენ ვითავისებთ პასუხისმგებლობას არა მარტო მოსწავლის უსაფრთოების თვალსაზრისით, არამედ მისი სრულყოფილი მოქალაქედ ჩამოყალიბების კუთხითაც.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- დავიხატავდი მტრედს, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა და წიგნს, რომლის გარეშეც მომავალი თაობა ვერ მოიპოვებს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. ხარისხიანი განათლების გარეშე ხომ რთულია შეხვდე 21 საუკუნის გამოწვევებს!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- არ მქონდა იმდენი საგანმანათლებლო შესაძლებლობები და არეალი, როგორიც არის დღეს. ამიტომ მე ვუსურვებ აბიტურიენტებს მაქსიმალურად მოიკრიბონ ყველა ძალა და უნარი იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში. ასევე, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, რათა გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, ნახონ მსოფლიო და მიღებული გამოცდილებით ქვეყანას გამოადგნენ.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- მოდიხართ იქ, სადაც გელოდებათ სითბო, თანადგომა, ცოდნა, თქვენი და თქვენი მშობლების მოლოდინების გამართლება, ტოლერანტული,სახალისო  და მზრუნველი გარემო.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- თქვენ ყოველთვის დიდი რუდუნებით უყურებთ თქვენს საგანს! უთქვამთ, ასევე: საინტერესო საგანს უფრო მეტად საინტერესოს ხდის თქვენს მიერ შემოთავაზებული კომპლექსური დავალებები, ჩვენი სკოლა საუკეთესოა და ამაში თქვენი დიდი წვლილია!

- მოტივაციას მაძლევს...

- მოაზროვნე მოსწავლე, წარმატებაზე ორიენტირებული თანამშრომელი, სკოლის პრესტიჟზე და მომავლის წარმატებებისთვის მოღვაწე პროფესიონალი პედაგოგების გუნდი, რომლებიც მზად არიან საინტერესო გამოწვევებისთვის და ორიენტირებულები არიან ჩემთან ერთად შექმნან სკოლის საუკეთესო უახლესი ისტორია!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება