სიახლეები
სკოლები

ჯიმითის საჯარო სკოლაში შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო 
15-06-2023
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მიწურულს არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

მე-11 კლასში გეოგრაფიული ვიქტორინა მოაწყვეს, პედაგოგი ანა პიტიურიშვილის ხელმძღვანელობით, კონკურსში ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და ინტელექტის დონე საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.

შემაჯამებელი ვიქტორინა გაიმართა ასევე მე-2 კლასში, რომელსაც პედაგოგი ნათია ვარაზაშვილი ხელმძღვანელობდა, აღსანიშნავია, რომ მასში პატარები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას სპექტაკლი წარუდგინეს, აკაკი წერეთლის „გამზრდელის“, მიხედვით. თეატრალურ წარმოდგენას კი, პედაგოგი შორენა ვარაზაშვილი ხელმძღვანელობდა.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მათ რომანტიზმის ეპოქა გააცოცხლეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. წარმოდგენა პედაგოგ ნონა გეთიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, მათი ინტელექტის დონის ამაღლებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება