სიახლეები
სკოლები

„პირველკლასელებს ვეტყოდი, არ დაეზაროთ წიგნების კითხვა!“ - ასლან ბერიძე, ახოს საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


ასლან ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც განვითარება, წინსვლა და სიახლეების ძიება მნიშვნელოვანია, მისთვის სკოლა ცოდნის წყაროა და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალი თაობებისთვისაც სკოლა ხარისხიანი განათლების კერა და ცოდნის ტაძარი იყოს. Etaloni.ge გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ასლან ბერიძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ეს სასწავლო წელი იყო ჩემთვის მხიარული, ხალისიანი და მნიშვნელოვანი. ბევრი შექება, დიპლომი და ჯილდო დავიმსახურე. მიხაროდა ხუთშაბათი დღის მოსვლა. ვიყავი მოტივირებული და ხალისიანი, რომ მეპასუხა ტესტებისთვის.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- ჩართონ შვილები საგანამანთლებლო პროგრამაში, რადგან პროგრამამ ბევრი ცოდნა შემძინა.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- დავიწერდი - „სკოლა ჩემი ცოდნის წყაროა“ ან დავიხატავდი „წიგნი და მე“.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყო...

- ერთ წუთს არ გავფლანგავდი ფუჭად, გამუდმებით ვიკითხავდი წიგნებს.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- არ დაეზაროთ წიგნების კითხვა. ყურადღებით უსმინონ მასწავლებლებს.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით, დამამახსოვრდა...

- ჩემი მეგობრისგან მივიღე კომპლიმენტი, რომელმაც მითხრა - „როგორ მინდა მეც შენსავით წარმატებული ვიყო“, მე ვურჩიე თუ როგორ მივაღწიე ამ წარმატებას.

- მოტივაციას მაძლევს...

- განვლილმა სასწავლო წელმა მომცა მოტივაცია.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება