სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა
16-06-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. 

სკოლაში ეკოსკოლების სამოქმედო გეგმის ფარგლებსა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საინტერესო და  მნიშვნელოვანი შემაჯამებელი აქტივობა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, სკოლა დაგეგმილ აქტივობებს შემდეგი ორი მიმართულებით ახორციელებს - ბიომრავალფეროვნება და ნარჩენების მართვა.

პირველი მიმართულების ხელშემწყობი აქტივობების გასახორციელებლად, სკოლის დირექტორმა - ნუნუ ლობჯანიძემ, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტიდან 1000 ლარი, სკოლის ტერიტორიის გამწვანებისა და გაშენიანების მიზნით, გამოეყო. თანხით სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ნერგები შეიძინეს და პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დარგეს.

„ჩვენივე ძალებით მოვაწყვეთ და გავალამაზეთ საყვავილე მიწის ნაკვეთიც. აღნიშნული აქტივობით კი წარმატებით დავასრულეთ ბიომრავალფეროვნების ფარგლებში მუშაობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება