სიახლეები
სკოლები

„ბავშვები ომის წინააღმდეგ“ - თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
15-06-2023
-
+


თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა.

ეს დღე მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

1 ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - „ბავშვები ომის წინააღმდეგ“ მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. 

ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი პედაგოგი: მარინა ქარჩავა გახლდათ.

აღნიშნულ ღონისძიებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ასევე ღია ცის ქვეშ ფლეშმობი მოაწყეს. შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:












კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება