სიახლეები
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, პრეზენტაციები სამ ენაზე გამართეს
15-06-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „ზოოპარკი“ განხორციელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წარადგინეს.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლია რამიშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასში ასევე აქტიურად იყო ჩართული ზემოსურების საჯარო სკოლის რუსული ენისა და შუასურების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი - ია ჟღენტი.

„პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი- (გამოძერწილი) ზოოპარკის მაკეტი და თავიანთი შექმნილი კედლის გაზეთი - „ზოოპარკი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები.

მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მეოთხეკლასელებმა მინი-ზოოპარკი ინგლისურ-ქართულად წარმოადგინეს, ხოლო მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებმა კი რუსულ-ქართულად.

ღონისძიებაზე სახალისო მუსიკალური ნომერიც შესრულდა და დასასრულს მინი-დისკუსია გაიმართა აუდიტორიაში თემაზე - „უნდა არსებობდეს, თუ არ უნდა არსებობდეს  ზოოპარკი?“

დისკუსია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ წარიმართა.

ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

„ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს სათანადო უკუკავშირი მიეცათ და სკოლის დირექციამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება