მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არასრულწლოვანის იძულებით ქორწინების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - გოგოს მამა და 23 წლის ბიჭი, რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა.
აღსანიშნავია, რომ მხარეები - ეს მხოლოდ ნიშნობა იყო, ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო.
„ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა. შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ. კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა. გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა.. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს", - ამბობს გოგოს ბებია სატელევიზიო კომენტარში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ