სიახლეები
სკოლები

„ო, ძვირფასო ოთხო წელიწადო!“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
16-06-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები 1-ელ მასწავლებელს, ემოციურად, საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „ო,ძვირფასო ოთხო წელიწადო!“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მათ ასევე პირველი პედაგოგის -  ნატალია ნადირაშვილის ამაგი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.

პედაგოგმა - ნატალია ნადრიაშვილმა ემოციურად მიმართა:

„დაწყებითი კლასის 4 წელი გაფრინდა, როგორც ოთხი დღე. თქვენთვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი წარმატებები ოჯახის იქით ვისაც გაუხარდება, ვიქნები პირველი მე. გაათბეთ სამყარო ღიმილით. დაგილოცავთ სავალ ბილიკებს!“, - ამბობს პედაგოგი ნატალია ნადრიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება