სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
16-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. ისინი სკოლას შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და წარმატება უსურვეს.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მმოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს. მათ ასევე პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ბავშვებმა ამ დღეს ასევე იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, მინი სპექტაკლი დადგეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

პედაგოგებმა და დირექციამ მეთორმეტეკლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.

„ჩემი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში პირველად მხვდა პატივი, სადამრიგებლო კლასი მყოლოდა. თითქმის თანატოლ გოგო-ბიჭებთან უნდა მემუშავა. ყველა იმ გამოწვევას უნდა გავმკლავებოდი, რაც გაჩნდებოდა. არ იყო მარტივი. თუმცა, ისევ მათი თანადგომით ყველა ეტაპს გავუძელით. საუკეთესო შედეგებით მათთვის სასკოლო ბოლო ზარი დაირეკა. მიხარია, ასეთი ლამაზები და კარგები ცხოვრებას ამაყად გააგრძელებთ. ვიცი არასოდეს შემრცხვება იმის თქმისა, რომ მე თქვენი დამრიგებელი მქვია, უყვარხართ თამილა მასწავლებელს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბავშვებო. თქვენი წარმატებით მუდამ ვიამაყებ! მადლობა იმისთვის რომ ჩემი გესმოდათ, წარმატება და ისევ წარმატება“​, - წერს პედაგოგი თამილა დავითაძე.

იხილეთ ვიდეოები:











კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება