სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
16-06-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. 

14 ივნისს, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზში, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის - ქეთევან ჭიპაშვილის ორგანიზებული მუნიციპალური კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, გაიმართა. 

მასზე პედაგოგებმა სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული საინტერესო გრძელვადიანი პროექტები და კვლევები წარადგინეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 

ყოველწლიურ კონფერენციაზე აქტიურად ყვარლის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ბაიდოშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი - ლამარა (ლალო) ბეჟანიშვილი ჩაერთნენ. ისინი საინტერესო თემებით წარდგნენ. 

მზია ბაიდოშვილმა სკოლის ლიტერატურული კლუბის გაწეული საქმიანობის მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარადგინა. მან ლაკონიურად ისაუბრა წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე. როგორ სკოლაში ამბობენ, პედაგოგი, საკლუბო მუშაობით, უდიდეს მიზანს ემსახურება - მოსწავლეებს მისცეს არა მხოლოდ ცოდნა და განათლება, არამედ შეაყვაროს წიგნი, გააცნობიერებინოს წიგნის სულიერი ღირებულება და პიროვნული ზრდისთვის მისი გარდაუვალი საჭიროება, მრავალ სხვა მნიშვნელოვან მიზანთან ერთად.

ლამარამ ბეჟანიშვილმა კი, პრეზენტაციის სახით, მე-4 კლასთან გაწეული შრომა წარადგინა. კერძოდ, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით (Project - Based Learning ), განსხვავებული ტრადიციული სწავლების მეთოდითა და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით მიღწეულ შედეგზე ისაუბრა.

როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენცია მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, აივსნენ ახალი იდეებით, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თითოეული მონაწილე „მადლობის ფურცლით“დააჯილდოვა. 

„ქალბატონმა მზიამ წარმოადგინა სკოლის ლიტერატურული კლუბის მიერ გაწეული მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია, სადაც ლაკონიურად ისაუბრა წლების მანძილზე მიღწეულ შედეგებზე: ქართული და უცხოური ლიტერატურის არა მხოლოდ განხილვა, კრიტიკული ანალიზითა და ხედვებით, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მწერლობის; არამედ, ეპიზოდური ინსცენირებებით, თეატრალური დადგმებით, მაგ. გალაკტიონ ტაბიძის „მესაფლავე“, ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ და ა.შ; აგრეთვე, შეხვედრებით ყვარლის რაიონში მცხოვრებ თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლიტერატურული კლუბის მუშაობა იმდენად ნაყოფიერი, შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ მიწვევები და შეხვედრები სხვადასხვა ინტელექტუალურ საზოგადოებასთან. ამან განაპირობა ის ფაქტორი, რომ მათ მუშაობას მიეძღვნა ვრცელი სტატია,  რომელიც დაიბეჭდა ადგილობრივ რაიონულ გაზეთ „ყვარელში“, აგრეთვე, ეს სტატია შევიდა ეკატერინე ავაზაშვილის მიერ შედგენილ საავტორო წიგნში „შენთვის ვიცოცხლებ...“, სადაც პროზაულ ნაწარმოებებთან ერთად შეტანილია პუბლიცისტური წერილები.
ქალბატობმა ლამარამ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მე-4 კლასთან გაწეული შრომა პროექტზე დაფუძნებული სწავლებით (Project - Based Learning ), განსხვავებული  ტრადიციული სწავლების მეთოდით, სხვადასხვა უნარების განვითარებაზე ორიენტირებით. კერძოდ, მათ იმუშავეს სპექტაკლზე - „კონკია“. მოსწავლეებს არა მხოლოდ ინგლისურ ენაზე გაწეული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განუვითარდათ, არამედ შემოქმედებითი, სოციალური, მოსმენისა და საუბრის. მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა სპექტაკლზე მუშაობა, რადგან მის განხორციელებამდე საინტერესო ეტაპი განვლეს: რამდენჯერმე ნახეს ინგლისურენოვანი მულტფილმი „კონკია“, შეისწავლეს პერსონაჟები, მათი მიმიკა, ემოციების გამოხატვა; მოირგეს როლები, რაც მათი სურვილების გათვალისწინებით მოხდა. შემდეგ კი იმუშავეს ტექსტზე, დაამუშავეს უცხო ლექსიკური ერთეულები, გაიმდიდრეს ლექსიკა. დასასრულს, სკოლის დიდ სააქტო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს დადგმა, რასაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება