სიახლეები
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურულ-საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-06-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში მონდომებით, ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ისინი, ასევე წარმატებით მონაწილეობდნენ მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში „ოქროს საწმისი“.

კონკურსი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაახლოებით 1 თვის წინ გამოცხადდა, სადაც მოსწავლეებმა „ზუმის“ პლატფორმით წარადგინეს საკონფერენციო თემები და ესეები.

საბოლოოდ კი ისინი, ქვეყნის მასშტაბით 35 ფინალისტს შორის მოხვდნენ. 

სწორედ ამასთან დაკავშირებით, შაბათს, 3 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის სააქტო დარბაზში, მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა, სადაც სკოლის ფინალისტი მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად, იყვნენ მიწვეულნი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბერძნეთის საელჩოსა და თსუს თაოსნობით, ხელმძღვანელ მასწავლებელს - თეო ზივზივაძესა და მოსწავლეებს ლიკა ლიპარტელიანს, თაკო ფიჩხულაშვილს, ლიკა შუკვანს გადაეცათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები.

„მადლობას ვუხდით ასევე სკოლის დირექტორს ქალბატონ თამრიკო ფიჩხულაშვილს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება