სიახლეები
სკოლები

„მოტივაციას მაძლევს ჩემი საქმისა და პატარა ადამიანების სიყვარული“ - მარინე ასანიძე, აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2023
-
+


მარინე ასანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოების განვითარება, მოსწავლეთა წარმატება და პედაგოგთა კარიერული წინსვლა მნიშვნელოვანი საზრუნავია. როგორც თავად აღნიშნავს, საქმისა და მოსწავლეების სიყვარულია, რაც მოტივაციას აძლევს. Etaloni. ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინე ასანიძესთან: 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო აქტივობებით და წარმატებებით დატვირთული, სასიამოვნოდ დამღლელი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- გაიარეთ ბავშვობა თქვენს შვილებთან ერთად, გახდით სკოლის აქტიური წევრი.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი ...

- დავიხატავდი გზას, დავიწერდი - მე ვიწყებ „მოგზაურობას“.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ვიცოდი, რომ მიზანს მივაღწევდი, რადგან დაუღლელად ვშრომობდი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის სახლში.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ასეთი არის და ეს უდიდესი პროფესიული ჯილდოა, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი საქმისა და პატარა ადამიანების სიყვარული...


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება