სიახლეები
სკოლები

„ვეცნობი მომავლისთვის“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საავიაციო ქარხანას ესტუმრნენ 
16-06-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. 

სკოლაში უკვე მეორე წელია, რაც პროექტი - „ვეცნობი მომავლისთვის“ წარმატებით ხორციელდება. IX, X და XI კლასების მოსწავლეები თბილისის საავიაციო ქარხნის საქმიანობით დაინტერესდნენ. ამიტომაც, ისინი, პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, „თბილავიამშენსა“ და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ესტუმრნენ. 

ვიზიტის დროს, მოსწავლეები ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. მოინახულეს საწარმოები, დაათვალილერეს ცენტრ „დელტას“ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. თვითმფრინავების სარემონტო პროცესს დაესწრნენ და საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

„თბილავიამშენის“ სპეციალისტებმა სტუმრების კითხვებს უპასუხეს და დაინტერესებულ მოსწავლეებს თვითმფრინავების სარემონტო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. მოსწავლეებმა სამხედრო ოფიცრების როლიც კი მოირგეს, აღიჭურვნენ სპეცტექნკითა და სპეცსამოსით - ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით, ქართული წარმოების საბრძოლო მანქანა „დიდგორის“ მძღოლები და ეკიპაჟის წევრები გახდნენ, სარემონტო სამუშაობისთვის დაშლილი სამხედრო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების სარემონტო პროცესს უშუალოდ დაესწრნენ და სპეციალისტებისგან ძალიან საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის ამ უცხო და რთული პროფესიის შესახებ.

„პროექტის - „ვეცნობი მომავლისთვის“ მთავარი მიზანი, სწორედ რომ მოსწავლეებისთვის მათთვის უცხო და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიების ახლოს გაცნობა და სამომავლოდ მათი შესწავლაა. ყოველ ჯერზე, მოსწავლეთა ემოციები და გულწრფელი შეფასება, პროექტის წარმატებასა და მისი განხორციელების აუცილებლობაში გვარწმუნებს. ამ კუთხით, 2022-2023 სასწავლო წელმა მრავალფეროვნად და წარმატებულად ჩაიარა, იმედს ვიტოვებთ, მომავალ სასწავლო წლებშიც შევძლებთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საჭირო და აუცილებელი ცოდნის, განათლებისა და ინფორმაციის დროულ და სრულყოფილ მიწოდებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება