სიახლეები
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
16-06-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ.

ეს დღე ემოციური იყო როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებელთათვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, IV კლასის დამრიგებელმა - რიტა ოთარაშვილმა ფერადი და ლამაზი დღე მოუწყო თავის აღსაზრდელებს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში მათი პირველი დღე და გაკვეთილი.

ზეიმზე მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

„მათ, ასევე გააკეთეს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ გაკვეთილის ინსცენირება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.

„ღონისძიების განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც ზღაპრული გარემო დაახვედრეს არა მარტო შვილებს, არამედ მოწვეულ სტუმრებს“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა- ელენე გრიგორიადისმა ბავშვებს მეოთხე კლასის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა.

კლასის დამრიგებელმა მათ კიდევ ერთხელ მიულოცა ახალ საფეხურზე გადასვლა და წარმატებები უსურვა.

მან მოსწავლეებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ყველა წარმატებული ადამიანი ხართ და მომავალშიც იქნებით. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ამაში კი საოცრების ყუთი დაგეხმარებათ, ჩაიხედეთ და იქ დაინახავთ, ვინ არის ყველაზე წარმატებული თქვენს შორის“,

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში თითოეული მოსწავლის საოცარი და განხვავებული, ემოციური სურათი შეიქმნა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება