სიახლეები
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
16-06-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო აქტივობა და კონკურსი მოეწყო.  


მათ შორის აღსანიშნავია, მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც მშობლიურ ენაზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სკოლა სომხურენოვანია, 

ღონისძიებას სომხური ენის მასწავლებლები: ლუსია უზუნიანი, ლუსინე ოვაკანიანი და ვერა მოროზოვა ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა ლექსები და ნაწყვეტები მოთხრობებიდან გამომეტყველებით წაიკითხეს.

„მათ ასევე სკოლაში მოაწყვეს ნაწარმოებთა ინსცენირება, გააცოცხლეს სხვადასხვა მოთხრობის პერსონაჟები“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ლუდმილა გრიგორიანმა (მე-3 კლასი), მილენა პარონიანმა(მე-4 კლასი), კატია პარონიანმა (მე-5 კლასი), ანგელინა ოვაკანიანმა (მე-8 კლასი) ლილით პარონიანმა (მე-10 კლასი).

მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება