მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გულნარა ნადირაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მოსწავლეებთან თანამშრომლობა, მათი წინსვლა და წარმატება მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია, სწორედ მათი განვითარებაა მისი მთავარი საზრუნავი და სკოლაში მოღვაწეობის წინაპირობა. Etaloni.ge გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ გულნარა ნადირაძესთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან გადატვირთული, მაგრამ მოტვიაციით აღსავსე.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- ითანამშრომლონ მასწავლებლებთან. ყოველთვის იყოს მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის ერთობლივი მუშაობა.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დავიწერდი, მე მიყვარს თავისუფლება და ჩემი ქვეყანა, დავიხატავდი სახელმწიფო დროშას.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ყოველთვის ვოცნებობდი თავისუფალ ცხოვრებაზე.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- გიყვარდეთ სამშობლო და წარმატებით გაიარეთ მომავალი სასწავლო წლები.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
კარგად მახსოვს ერთ-ერთი მოსწავლის კომპლიმენტი - მასწავლებელო რა კარგად გამოიყურებით და ძალიან მიყვარხარ.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად თანამშრომლობა. ძალიან მიხარია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.