სიახლეები
სკოლები

„ბუნება მბრძანებელია“ - დეხვირის საჯარო სკოლამ წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებაზე შეაჯამა
16-06-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით,  „ბუნება მბრძანებელია“ გაიმართა.

„ღონისძიება მოეწყო „ორბელიანი მეტის“ UNDP-ის, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და თემის მხარდაჭერით განხორციელებულ ახალ სასწავლო-შემეცნებით-შემოქმედებით სივრცეში - „ვაჩუქოთ მომავას ფერადი სამყარო“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის დირექტორმა - ხათუნა ხეცურიანმა ღონისძიებაზე სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და აღნიშნა გამაჯვებული პროექტებისა და გრანტების ჩამონათვალი, რომლის საშუალებითაც სკოლა კიდევ უფრო გაძლიერდა და განვითარდა.

„ქიმია-ბიოლოგის წამყვანმა მასწავლებელმა და ეკოკომიტეტის კოორდინატორმა - ლამზირა ონიანმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც დეტალურად იყო განხილული ეკოკომიტეტის სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და აქტივობების ნუსხა. მან ისაუბრა მომავალ გეგმებზე, რომლის მთავარი მიზანია სკოლამ მოიპოვოს მწვანე დროშის ტიტული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება გაგრძელდა მრავალფეროვანი შემეცნებით-შემოქმედებითი ნომრებით, ლიტერატურული კომპოზიციებით სიმღერებითა და ცეკვებით.

აღნიშნულ ღონისძიებას, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ბიბლიოთეკის, ტურიზმის ცენტრის წარმოდგენლები, ასევე, თემის წარმომადგენლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები.

საკრებულოს თავჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა დაწყებითი კლასების მასწავლებელს - გვანცა ჭაბუკიანს, მწვანე ჯილდოს გამარჯვებულს, გადასცა სიმბოლური საჩუქარი.

„ბოლოს მოსწავლეებმა მშვიდობისა და სიყვარულის სურვილებით ცაში გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან აღნიშნული დღე ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო.

„დეხვირის საჯარო სკოლა საინტერესო, თავგადასავლებით აღასავსე და მხიარულ ზაფხულს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება