სიახლეები
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართველ მწერალთან შეხვედრა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა
16-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობოდა ლიტერატურისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას, ამ მიზნით კი, სკოლას მწერალი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.

მოსწავლეებისთვის მწერალთან შეხვედრა, მასთან საუბარი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სკოლა გვიზიარებს, მწერლის სტუმრობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა შთაბეჭდილებებს:

„შთაბეჭდილებები გიორგი კეკელიძის სტუმრობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში ძალიან მიხაროდა, რომ ჩვენი სკოლის მოსანახულებლად ქართველი მწერალი მოდიოდა. როგორც კი გაისმა ხმა - „გიორგი კეკელიძე მოვიდა“, მაშინვე სიხარულმა შემიპყრო. ის ძალიან მეგობრული, თბილი, კეთილი ადამიანია. ვფიქრობ, მას ძალიან მოეწონა ჩვენი პატარა ღონისძიება, ჩვენი დახვედრა. ვნახეთ დუხაბორების მუზეუმი. მგონი ეს დღე არასდროს დაავიწყდება. 

ყველანი მხიარულად ვიყავით, რადგან გვიხაროდა ძვირფასი სტუმრის ნახვა. მასთან ბევრი ფოტო გადავიღეთ.

ეკვილიბრიუმმა ბევრი წიგნით მოამარაგა ჩვენი სკოლა, ამისთვის მადლობა! მინდა, რომ მოვინახულო ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი ინიციატივით შექმნილი მუზეუმები“, - წერს თამთა დავლაშერიძე.

„ჩემი ემოციები მწერლის სტუმრობასთან დაკავშირებით.

ეს დღე მეტად ემოციური იყო ჩემთვის, მოლოდინზე მეტად ემოციური და შთამბეჭდავი. გიორგი კეკელიძე ჩემთვის ყველზე დასაფასებელი ადამიანია. ამიტომაც ვფიქრობ, ყველაზე მეტად მე მიხაროდა. 13 ივნისი დაუვიწყარი დღეა - ზღვა ემოციების, შთაბეჭდილებების დღე.

ძალიან მადლიერი ვარ, ბატონმა გიორგიმ და მისმა გუნდმა ეკვილიბრიუმმა პატივი დაგვდო და გვესტუმრა; ამ სტუმრობით უზომოდ გაგვახარა, დღე გაგვილამაზა.

მწერლის წყალობით, მე პირადად მეტი სტიმული მომეცა, რომ ვისწავლო მეტი და მეტი, ვასახელო სამშობლო. ასე რომ ვთქვათ ვიყო „ვიღაც“, ვინც გამოადგება სამშობლოს! 

გულწრფელი მადლობა თქვენ - ბატონო გიორგი ამხელა სითბოსა და პატივისცემისათვის; გრძელი ნათელი, ფერადი დღისთვის! მიყვარხართ და ძლიერ გაფასებთ!“ - გვიამბობს მარიამ ვანაძე.

„ემოციები 13 ივნისთან დაკავშირებით.

ჩემთვის ეს დღე იყო მოულოდნელად საოცარი და ემოციური. მიხაროდა ისეთ ადამიანთან შეხვედრა, როგორიც ბატონი გიორგი კეკელიძეა. იყო მეტად ლამაზი, საინტერესო, სასიამოვნო, ემოციურად დატვირთული დღე.

ამ სტუმრობამ მოგვცა სტიმული, ვიყოთ უფრო აქტიურები.

ბატონო გიორგი, თქვენ ჩვენთვის ხართ ძალიან ძვირფასი ადამიანი! გვეამაყებით და გვიყვარხართ! მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმეში!“, - აღნიშნავს ლელა შავაძე.

„ემოციურად შთამბეჭდავი დღე.

გამიხარდა, რომ ასეთი ცნობილი ადამიანის ყურადღება მიიპყრო ჩვენმა სკოლამ. ნათია მასწავლებელმა გვითხრა, რომ ბატონი გიორგი ძალიან კარგი ადამიანია; რეალობამ ნათქვამს გადააჭარბა.

ძალიან დავიძაბე, ვინერვიულე, ღონისძიების დროს დავუშვი შეცდომები; გამიხარდა, როდესაც თქვა, რომ გვესტუმრება მომავალში, რადგანაც შეცდომების გამოსწორების შანსი გაჩნდა.

მისი და მისი გუნდის მიერ მოტანილი წიგნები კი საოცრებებია. იცით, რა გამახარებს?! ქუჩაში თუ შემთხვევით შევხვდები და მიცნობს. თუ როდესმე ამას წაიკითხვას, მინდა იცოდეს, რომ მისთვის კეპი მქონდა, გავიგე, უყვარს, თუმცა ჩუქება მომერიდა.

ჩვენ გვეიმედება, რადგანაც საკუთარი ქმედებით ზრუნავს ჩვენზე - მომავალ თაობებზე“,- ყვება დიანა სირაძე.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება