მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 ივნისს, გურჯაანს სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა; დაიტბორა გზები და ავტომობილები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.
უხვი ნალექის გამო მდინარეები - ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდდა, დაიტბორა ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალდა რამდენიმე სოფელიც. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა სკოლები? - აღნიშნული კითხვით, etaloni.ge- ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დალი მინდიაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანური ზარალი ბევრად დიდია, ვიდრე საგანმანათლებლო:
„ქალაქის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ჩამოიტანა ხრეში. N3 სკოლის სახურავიდან ჩავიდა წვიმა, სამერცხლეებიდან და აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წელს რეაბილიტაციაზე გადის; ასევე N2 საჯარო სკოლაშიც სამერცხლეებიდან ჩასული წვიმის შედეგად დაზიანდა დირექტორის კაბინეტი... ეს გამოწვევები მალე აღმოიფხვრება, გზას წმენდენ და თამამად ვიტყვი, რომ სტიქიას სკოლების ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ