სიახლეები
სკოლები

„დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი!“- გეზათის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
16-06-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის სოციალური პროექტი - „დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი!“ განხორციელდა. მისი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია ხომერიკი იყო.

აღნიშნული პროექტის მიზანი მოსწავლეთა შორის ძალადობის შესახებ სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა უკეთ ინფორმირება, ასევე თანატოლთა შორის ჩაგვრის პრევენცია იყო. 

მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, რომლებშიც სკოლის დირექტორი - ნათელა კიკაბიძე, უფლებამოსილი პირი - რამინ კორძახია და დამრიგებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის თემა იყო - „უსაფრთხო სკოლა, სკოლის შინაგანაწესი“.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნი სახელწოდებით - „ლეილა - იძულებით გათხოვილი“ წაიკითხეს, რომლის ირგვლივ დისკუსია მოაწყვეს. ისინი აქტივობაში კლასის დამრიგებლის - იზაბელა გაბუნიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნათია მელიამ სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - თამთა ალანია მიიწვია, რომელიც სკოლის მე-5-  მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. 

მოსწავლეთა სასკოლო-სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე შემდეგი თემები წარადგინეს:

1. „ჩაგვრას მეგობრობამ აჯობა“ - ავტორი მე-7 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა;
2. ბულინგი, ძალადობა თუ ბავშვური სიცელქე - ავტორი მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ხელმძღვანელობით, ძალადობის თემაზე ნახატების გამოფენა მოეწყო.

საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში „დაარღვიე დუმილი“, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, რომლებიც დაურიგეს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს. აქტივობის ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თეა ფირცხალავა იყო.

14 ივნისს კი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ექიმი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება