სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ვეცნობი საქართველოს მომავალს“ ფარგლებში, პარლამენტში იმყოფებოდნენ
19-06-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორიელდა. 

მათ შორის ერთ-ერთი იყო პროექტი - „ვეცნობი საქართველოს მომავალს“, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ მასწავლებლები: მარინე რუსაძე, ნინო თევდორაძე, დარინა ყურუა და სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი.

პროექტის ფარგლებში, IX, X და XI კლასების მოსწავლეები და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.

პროექტის მონაწილეებს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ უმასპინძლა.

დეპუტატმა მოსწავლეებს გააცნო პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო მიმართულებით. ესაუბრა ჯანმრთელობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ პროცესში პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე.

შეხვედრაზე დეპუტატმა ასევე სკოლასთან მის თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე ისაუბრა. 

„ამ სკოლასთან დიდი ხნის ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. წლების განმავლობაში ვიყავი ამ სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ახლა კი წარმოვადგენ რეგიონს პარლამენტში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ძირითადად დაინტერესებულია სამედიცინო მიმართულებით და დღევანდელ შეხვედრაზეც მთავარი ინტერესი სწორედ ამ კუთხით საპარლამენტო საქმიანობაზე გამოხატეს. ისინი დაინტერესდნენ კომიტეტი რომელ კანონპროექტებზე მუშაობს, როგორია ჩვენი სამომავლო გეგმები და ა. შ. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ბავშვების სწორ აღზრდას, სწორ ორიენტაციას და იმედი მაქვს, მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - მოჰყავთ დეპუტატის სიტყვები სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მონაწილეებმა ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება